თურქეთმა ელექტრონული ვიზების გაცემა დაიწყო რამოდენიმე დღის წინ:
https://www.evisa.gov.tr/en/დღეს გადავხედე ფლაი ჯორჯიას ფეისბუკის გვერდს, მაინტერესებდა მათI მიდგომა მგზავრის მიმართ;
ფეისბუკზე გუშინ დაიწერა:
Irma Kimerioni
მოგესალმებით გერმანიიდან,
თქვენი საიტი არ მუშაობს და ვერ ვყიდულობთ ბილეთებს ინტერნეტით. გთხოვთ, მოიყვანოთ საიტი მწყობრში, რომ შევძლოთ ბილეთების შეძენა.
Like · Reply · 1 · 12 hours ago
ფლაი ჯორჯიას პასუხი:
FlyGeorgia mogesalmebit! gtxovt daukavshirdet chvens tsarmomadgenels germaniashi:Tel: +4917670851660
Email :dus@flygeorgia.com
Like · about an hour ago
ჰეჰ, ჯერ ერთი, ქართულ წერილზე ქართული შრიფტით პასუხი უპრიანია; არა, ფლაი ჯორჯიას პასუხი ლათინურადაა. შემდეგ, 11 საათის შემდეგ არის პასუხი გაცემული. ასევე, არ არის ახსნილი რატომ არ მუშაობს საიტი, არც ბოდიშის მოხდაა დაფიქსირებული, არამედ ტელეფონის ნომერია მოცემული.
არადა, მგზავრს უნდა რომ საიტზე შEიძინოს ბილეთი და არა ტელეფონით; მგზავრმა დაწერა კიდევაც მოთხოვნა "გთხოვთ, მოიყვანოთ საიტი მწყობრში, რომ შევძლოთ ბილეთების შეძენა. "
ძალიან "customer oriented" მომსახურება ფიქსირდება ამ მიდგომაში
--------------
მეორე დიალოგი:
Giorgi Kortkhonjia FlyGeorgia tkvens web gverds rato ara akvs rusuli da kartuli ena ? yvelam xo ar icis inglisuri !
Like · Reply · 1 · 6 May at 17:48
პასუხი:
FlyGeorgia Giorgi Kortkhonjia ამაზე მუშაობს ჩვენი გუნდი. აუცილებლად გვექნება ქართულენოვანი და რუსულენოვანი საიტი მომავალში. მადლობთ რჩევისთვის!
Like · Reply · 8 May at 14:29 · Edited
ისევ და ისევ, ენის საკითხი; პოტენციური მგზავრი კითხულობს, რატომ არ არის ქართული ენა საიტზე? ყველა ხომ არ საუბრობს ინგლისურად? ეს ლოგიკური კითხვაა და შენიშვნა. საკითხი, რომელზეც მეც უამრავი თვეებია ვლაპარაკობ და ვაკრიტიკებ ფლაიჯორჯიას.
ფლაიჯორჯიას პასუხი ღიმილსმომგვრელია ჩემთვის

უფრო სწორად, არაპროფესიონალური და დასაცინიც კი:
სიტყვა "მომავალი" გასათვალისწინებელია ამ პასუხში. ან, "გუნდი" მუშაობს ამ საკითხზე, (რად უნდა გუნდი საიტზე ქართული ენის დამატებას?? ) არც კი დაწერეს "ახლო მომავალი", არამედ მომავალი, რომელიც ძალიან ბუნდოვანია და ითვალისწინებას რამოდენიმე თვიდან წლამდეც კი პერიოდს.
თან, ფლაი ჯორჯიას მადლობასაც კი უხდის პოტენციურ მგზავრს "რჩევისათვის".
ეს რჩევა კი არა, მოთხოვნაა (გასათვალისწინებელია ძახილის ნიშანი (!) რაც მგზავრმა გამოიყენა წინადადებაში, ასევე მისი ტონი მკაცრია) . თანამედროვე ყოფაში, კომპანიები არიან ვალდებულები მგზავრის მოთხოვნები დააკმაყოფილონ; ერთ-ერთი ამ მოთხოვნებში არის მგზავრისთვის მომსახურების პროცესის გაადვილება და სიამოვნების მინიჭება. საიტზე ქართული ენის არსებობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე დაჯავშნის პროცესი არის ავიაკომპანიის მიერ შეთავაზებული მთლიანი მომსახურების ნაწილი. ანუ, მგზავრი გაფრენამდე ურთიერთობს ავიაკომპანიასთან და მომსახურება არ არის მარტო თვითმფრინავში ჯდომა და მგზავრის გადაყვანის პროცესი მარტო. არამედ, დაჯავშნის და ასევე, ფრენის შემდგომი ურთიერთOბა.
ეს ფლაი ჯორჯიაა

(რომელის მომსახურების ზოგიერთი ასპექტი კრიტიკას ვერ უძლებს)
Chxikviaსიმბოლური აზრი.
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 19 May 2013, 14:40