კარგი სიგნალები საქართველოს საერთაშორისო ავიახაზებიდან (ფბ).
ჩვენი პირველი FOKKER 100-ის ტექნიკური რეისი (ტექნიკური ფრენა) ქ. საარბრიუკენში (გერმანია) დღეს 14-00 საათზე შედგება გერმანული ტექნიკური ცენტრის „OLT-EXPRESS"-ის ბაზაზე!
თუკი სადემონსტრაციო ფრენის დროს, რაც საჰაერო ხომალდის ძირითადი საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის შესამოწმებლად ხორციელდება- არ გამოვლინდება არანაირი გადახრა ან დარღვევა (დადგინდება საჰაერო ხომალდის ტექნიკურად გამართულობა), „საქართველოს საერთაშორისო ავიახაზები" 2013 წლის 30 ივნისისთვის FOKKER 100-ის (საქარხნო ნომერი № 11322 მომავალში 4L-GIA) ქ. თბილისის აეროპორტში გადმოფრენას გეგმავს, პარტნიორი ავიაკომპანია- „დენიმ ეარის”დროშის ქვეშ.
ჰოლანდიურ კომპანია Mass Jet Lease B.V.- თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „საქართველოს საერთაშორისო ავიახაზები" ორFOKKER 100-ს (საქარხნო №11322 და 11320) მიიღებს. შესაბამისად, პირველი FOKKER 100-ის ოპერირების დაწყება 10-15 ივლისისთვის იგეგმება, ხოლო მეორე თვითმფრინავს ავიაკომპანია 22-25 ივლისს მიიღებს.
ავღნიშნავთ რომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მიმდინარეომს ჩვენსთვის ექსპლუატანტის მოწმობის გაცემის პროცედურა რომელიც შესაძლოა 28 ივნისისთვის დასრულდეს!
------------
ძვირფასო მეგობრებო!
მოგახსენებთ რომ ფ-100 11322 სრულ მზადყოფნაშია და ტექნიკურად უსაფრთხო და იდეალურ მდგომარეობაში!
ყველას მადლობა და გილოცავთ ამ ჩვენი პირველ სიხარულს!
განსაკუთრებული მადლობა რეირერ ხანსს, ჩვენს საფრენოსნო დირექტორს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი კომპანიის ათვის, თვითონ მიიღო ფრენაში მონაწილეობა და ბევრს აკეთებს ავიაკომპანიის წარმატებული მომავლისათვის!
უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ჩემს უდიდეს მეგობრებს, სალიზინგო კომპანია მას ლიზს რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი წარმატებებისათვის!
უსაფრღხო სიამოვნებას გისურვებთ!
---
პ.ს. წარმატებებს ვუსურვებ ამ კომპანიას რომელიც მაქსიმალურად დეტლურად გვაწვდის ინფოს
This post has been edited by Daniel on 20 Jun 2013, 21:45