http://rustavi2.ge/news/news_textg.php?id_...97&pg=1&im=mainShakSoonთბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით "ფლაი ჯორჯიას" რეისი დღეს უკვე მეორედ გადაიდო.
130 მგზავრი დახმარებას ითხოვს. ისინი ჯერ ისევ საზღვრის ნეიტრალურ სექტორში იმყოფებიან და მათ უკან არ უშვებენ.
მგზავრები ამბობენ, რომ ერთჯერადად აუნაზღაურეს კვების ხარჯები და მათი პირობები ამ დროისათვის აუტანელია.
მგზავრების ნაწილმა უკვე გადაცვალა ბილეთები საკუთარი ხარჯით. მეორე ნაწილი კი კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდება.
ავიაკომპანიში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებენ. ისინი ჟურნალისტებთან კონტაქტს მოუცლელობის მიზეზით თავს არიდებენ. აქედან გამომდინარე, უცნობია, შეასრულებს თუ არა ნკისრ ვალდებულბას მგზავრების წინაშე ფლაი ჯორჯია.
ზოგი ამას მეუბნება ზოგი იმას, უკვე აღარ ვიცი ფლაი ჯორჯიას გადარცენის იმედიღა თუ ნდა მქონდეს. ასე მგონია რომ თვით ხელმძღვანელობამ დაიკიდა ეს კომპანია უკვე.