http://commersant.ge/?page=news&id=3749"ფლაი ჯორჯია" ფრენებს დროებით წყვეტს
2013-10-17 17:32:37
კომპანიის მენეჯმენტი ფრენების შეწყვეტის მიზეზად კომპანიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსა და საორგანიზაციო სამუშაოებს ასახელებს.
BPI.ge–ს ინფორმაცია
"ფლაი ჯორჯია" ფრენებს დროებით წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ დღეს მიიღო.
კომპანიის მენეჯმენტი ფრენების შეწყვეტის მიზეზად კომპანიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსა და საორგანიზაციო სამუშაოებს ასახელებს.
ავიაკომპანია "ფლაი ჯორჯია" ქართულ ბაზარზე 2011 წლის მაისიდან დარეგისტრირდა. 2012 წლიდან ფრენებს ათი მიმართულებით ახორციელებდა.
შეგახსენებთ: „ფლაი ჯორჯიას“ ბოლო პერიოდში პრობლემები ჰქონდა, რის გამოც რამდენიმე რეისი გადადო. როგორც ცნობილია, კომპანიის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი ბრიუსელის აეროპორტში დააყადაღეს, რისი მიზეზიც, არსებული ინფორმაციით, „ფლაი ჯორჯიას“ დავალიანებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია კომენტარს უახლოეს დღეებში დაგვპირდა.