ყველა თემაში გაგიზიარეთ შთაბეჭდილებები და ბარემ აქაც იყოს
დავიწყოთ ავიაკომპანიებით.
ვიფრინე ავიაკომპანია პეგასუსით თბილისი-სტამბოლი, სტამბოლი-რომი. პარიზი-სტამბოლო და სტამბოლო-თბილისი.
ხოლო რომი-პარიზი კომპანია EASYJET.
პეგასუსის პაკეტში გადავიხადე 353ევრო. უკვე რომ ნაყიდი მქონდა მერე აღმოვაჩინე, რომ თურქიშ ეარლაინსი უფრო იაფი ჯდებოდა ცოტათი, მაგრამ რაღას ვიზამდი.
არც კვება შედის, არც გეითებზე აყენებს თვითმფრინავს, დრო ყველგან გაფრინდა დაგვიანებით, ხოლო სულ ბოლოს თბილისში დაჯდა 20 წუთით ადრე.
ბოინგ 737 იყო ყველა. თვითმფრინავში მაგარი სივიწროვე, მომტყდა ფეხები. არადა მაღალი არ ვარ. ძალიან ცუდი ტემპერატურა, ჯერ სასტიკად ცხელოდა, მერე მაგრად აცივდა.
სტიუარდესებს არანაირი უსაფრთხოების ინსტრუქცია არ ჩაუტარებიათ.
რაც შეეხება EASYJET ს. ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა ჩემში. თვითმფრინავი საკმაოდ დიდი, კომფორტული და ლამაზი. ეარბას 320. ტემპერატურა მშვენიერი. სტიუარდესებმა ვრცელი ინსტრუქცია წაიკითხეს და რაც მთავარია ორივეგან გეითზე მიაყენა და ავტობუსის გავსების ლოდინი და სხვა დისკომფორდები არ გვქონდა. ჩაფრინდა იდეალური სიზუსტით.
სამაგიეროდ აეროპორტებში პირიქით, სტამბოლის "საბიჰა გოჩენმა" (არამთავარი აეროპორტია) ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
პატარააა, მხოლოდ 8 გეითია, მაგრამ მშვენივრადაა ყველაფერი. არანაირი შენიშვნა არ მაქვს გარდა იმისა რომ საჭმელი იყიდებოდა ძალიან უგემური და ძვირი.
ჰორიზონტალური ესტაკატორები, ყველგან მონიტორები, კომფორტული რბილი სკამები, შტეფსელები ტელეფონის დასატენად, ყველა მოსაცდელში (და არა სადღაც დერეფნის ბოლოს) საპირფარეშო, ძალიან კარგი ფორმა ეცვათ თანამშრომლებს და თან საკმაოდ სიმპატიურები არიან არჩეული.
რომის აეროპორტი ფიულიჩინი (ლეონარდო დავინჩი) იყო საზიზღრობა. ძალიან სიციბე, რკინის სკამები ისთი რომ ვერ დაჯდები. გაგეყინება საჯდომი. დაწოლაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ჭერი გაშავებული, ნათურები დამწვარი. საინფორმაციო მონიტორები ისე შორს შორსაა რომ ბევრი უნდა იბოდიალო. ტუალეტებში სუნი. ყავა-შოკოლადების აპარატები ძალიან ცოტა. კვების საშუალება თითქმის არაა. წელეჟკები მძიმე. T2 ტერმინალი, საიდანაც უნდა გავფრენილიყავი საერთოდ დაკეტილი იყო ღამის 4 საათამდე. ერთი ტერმინალიდან მეორეში რომ გადახვიდე ქუჩა უნდა გაიარო.
და ბოლოს პარიზის ორლეი. ეს მართლა კარგი აეროპორტია, დიდი და ძალიან ხალხმრავალი. ტერმინალებს შორის უფასო ტრამვაი დადის. ძალიან ბევრი მაჩვენებელი ნიშნებია (ეს ზოგადად საფრანგეთშია კარგად ყველგან)
სუფთა და ლამაზი. თუმცა ტელეფონის დასატენი ადგილი არ იყო. უშუალოდ მოსაცდელში ტუალეტი არ იყო. ჩასხდომებს არ აცხადებდა, ყოველ შემთხვევაში ინგლისურად. მაღაზიები და დუთი ფრი ძალიან მაგარია.
This post has been edited by Kublicha on 22 Jan 2014, 21:45