თუ დაკვირვებით გადაიკითხავ შემდეგს:
ივლისი 03, 2014
სს ”საქართველოს რკინიგზის” 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებულებით თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ ელექტრო-მატარებლებზე, დადგინდა სამგზავრო ბილეთის ტარიფები; კერძოდ პირველი კლასის ბილეთის ფასი განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი - 23 ლარით.
2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან-10 ივლისამდე პერიოდს.
ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზამ 10 თვის განმავლობაში გააიაფა სამგზავრო ბილეთის საფასური და მხოლოდ ორი თვის განმავლობაში დატოვა ის ტარიფი, რომელიც 2010 წლიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში უცვლელად მოქმედებდა.
აღნიშნული ფასდაკლება ეხება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე, სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება.
http://railway.ge/?action=news&lang=geo&npid=321დავასკვნით შემდეგს:
1. ,,ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან-10 ივლისამდე პერიოდს." - ანუ 10 ივლისიდან 16 სექტემბრამდე ფასდაკლება არ მოქმედებს
2. ,,ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში."
და რა ვერ გავიგეთ ან ვერ წავიკითხეთ?
This post has been edited by ika55775 on 5 Jul 2014, 19:48
МАШИНИСТ!ПРОЕЗД ЗАПРЕЩАЮЩЕГО СИГНАЛА ЯВЛЯЕТСЯ ТЯГЧАЙШИМ НАРУШЕНИЕМ ПРАВИЛ ЖЕЛЕЗНОДОРОЖНОГО ДВИЖЕНИЯ!