შტეფსელი კი არა საერთოდ ჩერდება რკინიგზა
http://railwayworkers.wordpress.com/2013/11/08/130/საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის
რიგით IV გამგეობის სხდომა
05.11.2013 წელი.
დღის წესრიგი
1. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების განხილვა
2. არსებული კოლექტიურ დავასთან და მედიატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული პასუხის განხილვა და შემდგომში სამოქმედო დებულების დამტკიცება.
სხდომას ესწრებოდა 13 გამგეობის წევრი: ვიტალი გიორგაძე, ილია ლეჟავა, ზვიად მულაძე, თეიმურაზ ბერაძე, მამუკა სისაური, კახაბერ კახაძე, გიორგი მიქავა, დავით ვაშაკიძე, მერაბ თარგამაძე, გია ჯანჯალია, კიაზო კაპანაძე, დავით მახათაძე, ნიკოლოზ ჯოხაძე.
გამგეობის 4 წევრი საპატიო მოიზეზის გამო ვერ ესწრებოდა სხდომას: ზაზა ქორიძე, ვლადიმერ ახობაძე, გელა გოგელია, სერგო მანჯავიძე.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და აზრი გამოთქვა გამგეობაზე მყოფმა ყველა წევრმა.
განხილულ იქნა ის მძიმე სოციალური ფონი რაც დღეისათვის საქაღთველოს რკინიგზაგე არსებობს. ასევე განხილულ იქნა გარკვეული მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ რკინიგზის თანამშრომლების არასამართლიანი მოპყრობისა და მათი პროვოცირების ფაქტები.
განხილულ იქნა მთავრობის მხრიდან, კერძოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილი.
გამოთქმული აზრებისა და შექმნილი სიტუაციის გაანალიზებით საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის
გამგეობა ადგენს:
მიუხედავად იმისა რომ საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს ყველა სამართლებრივი გზა გავლილი აქვს 5 ნოემბრისთვის და კანონით მინიჭებული უფლებით შეუძლია დაიწყოს პროტესტის უმწვავესი ფორმა – გაფიცვა, გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებული იქნას მთავრობისა და რკინიგზის მენეჯმენტის რეკომენდაციები მოლაპარაკებებისთვის საჭირო დამატებით დროის მიცემასთან დაკავშირებით.
გამომდინარე აქედან გამგეობა მიიჩნევს რომ დამსაქმებლის მხრიდან პოლიტიკურიი ნების არსებობისა და კონსტრუქციული მოლაპარაკებების შემთხვევაში 9 დღე საკმარისია მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად. შესაბამისად საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის გამგეობამ დაასახელა გაფიცვის რიცხვად 14 ნოემბერი.
გამგეობის სხდომის თავმჯდომარე:
ვიტალი გიორგაძე
გამგეობის სხდომის მდივანი:
ილია ლეჟავა
გამგეობის წევრები:
მერაბ თარგამაძე
ზვიად მულაძე
თეიმურაზ ბერაძე
მამუკა სისაური
კახაბერ კახაძე
გიორგი მიქავა
დავით ვაშაკიძე
კიაზო კაპანაძე
დავით მახათაძე
ნიკოლოს ჯოხაძე
This post has been edited by ika55775 on 8 Nov 2013, 13:03