გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ სარკინიგზო გადასასვლელებზე მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა
თებერვალი 03, 2014
2014 წლის 20 იანვარს შვეიცარიაში, გაერთიანებული ერების ჟენევის ოფისში (UNOG), შედგა UNECE-ს წევრი ქვეყნების, აგრეთვე არაწევრი ქვეყნების - ავსტრალიის, ინდოეთის, ახალი ზენლანდიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის - წარმომადგენლებისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფის პირველი სამუშაო სესია. სესიაზე განიხილეს სარკინიგზო გადასასვლელებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. საქართველოდან, როგორც UNECE-ს წევრი ქვეყნიდან, მიწვეული იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახა გუდიაშვილი.
სესიას აგრეთვე ესწრებოდნენ რკინიგზების საერთაშორისო თანამეგობრობის (UIC) თავმჯდომარე, ევროპის სარკინიგზო ასოციაციის (ERA), სხვადასხვა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მკვლევარები.
გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სახმელეთო ტრანსპორტის კომიტეტის 2011 წლის №73 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სარკინიგზო გადასასვლელებზე მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რეკომენდაცია გაეწია მოძრაობის უსაფრთხოების (WP.1), საავტომობილო ტრანსპორტის (SC.1) და სარკინიგზო ტრანსპორტის (SC.2) სამუშაო ჯგუფებს, შეექმნათ ერთობლივი ექსპერტთა ჯგუფი, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებიდან.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ექსპერტთა ჯგუფი, თავისი მუშაობის ფარგლებში, შეასრულებს საერთაშორისო პლატფორმის ფუნქციას, სარკინიგზო გადასასვლელებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების განხილვისთვის და შეიმუშავებს მრავალპროფილურ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება სარკინიგზო გადასასვლელებზე სიკვდილიანობის ან/და ტრავმირების რისკების შესამცირებლად.
სესიაზე განისაზღვრა ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო პროგრამა, რომლის მთავარი მიმართულებები და პრინციპები დაფუძნებული იქნება სარკინიგზო გადასასვლელებზე მოძრაობის ‘‘უსაფრთხო სისტემაზე“. ასეთი უსაფრთხო სისტემები, როგორც წესი, თავის მხრივ მოიცავს ხუთ ძირითად ელემენტს: საინჟინრო გადაწყვეტილებები და უზრუნველყოფა, ურთიერთქმედება (საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტი), საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი მუშაობა, საკანონმდებლო-სააღმსრულებლო საქმიანობა და ეკონომიკა.
მათ შორის შემუშავდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩასატარებელი პირველი ეტაპის სამუშაოები: სარკინიგზო გადასასვლელებზე შემთხვევების და ეკონომიკური დანახარჯების განხილვა და ანალიზი; სარკინიგზო გადასასვლელების ტიპების მიხედვით უსაფრთხოების მახასიათებლების შეფასება და ანალიზი; საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილებების მოკლე აღწერა, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში; სარკინიგზო გადასასვლელებზე გავრცელებული შიდა კანონმდებლობის და შეთანხმებების შესწავლა; უსაფრთხოების გაუმჯობესების ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესწავლა; ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული სახიფათო პირობების ხელშემწყობი ძირითადი მიზეზების იდენტიფიცირება და შესაძლო გადაწყვეტები.
http://www.unece.org/trans/roadsafe/eg_lev...ossings_01.htmlhttp://railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=296ვაკანსიებს ვინც დებს რკინიგზის საიტზე ან ვინმემ გაუკონტროლეთ რას დებს ან კიდე ქართული ასწავლეთ
აგერ პირდაპირ ავაკოპირებ და დავდებ:
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 4 თებერვლიდან ცხადდება ღია კონკურსი შემდეგ თანამდებობაზე:
მართვის ცენტრალური აპარატი
- მეხანძრე (500ლ.) - 2 საშტატო ერთეული - საგანგებო სიტუაციების სამსახური, აღმოსავლეთ რეგიონის საგანგებო სიტუაციების ცენტრი, თბილისის გაერთიანებული სახანძრო გუნდი;
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორცილედება 6 თებერვლამდე ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: kadrebi@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ ფურცლებზე
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი - Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს
დანართი №1
აღმოსავლეთ რეგიონის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თბილისის გაერთიანებული სახანძრო გუნდის მეხანძრე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. განათლება საშუალო სპეციალური
2. სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 თვისა
3. უცილებელი უნარ-ჩევები კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, სწრაფი აზროვნება, დაკვირვებულობა, კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება
4. აუცილებელი ცოდნა ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა
5. სხვა პრიორიტეტი ენიჭება ფიზიკურ შესაძლებლობებსა და ჯანმრთელობას
ფუნქცია მოვალეობები
1. ხანძრების, სტიქიური უბედურებების შედეგების და წარმოდგენილის ხანძრების ლიკვიდაცია, უსაფრთხოების და შრომის დაცვის წესების შესრულება, პირველადისამედიცინო დახმარების აღმოჩენა, მასზე მოკუთვნილი აღჭურვილობის მობლა-შენახვა.
სამუშაო რეჟიმი: ცვლიანი სამუშაო ღამის საათებით
რომ წერთ ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა დააკონკრეტეთ მაინც რომელი. თუ სულ ერთია რა ეცოდინება? მაგალითად სსსკ?
ან კიდე ეს რა ქართულია? ,,მასზე მოკუთვნილი აღჭურვილობის მობლა-შენახვა"
ეჰ ვის ხელშია რკინიგზა, არაა ჩვენი საშველი და ასე თუ გაგრძელდა არც იქნება, რკინიგზაა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია და საბიუჯეტო გადამხდელი. მერე კიდე პრეტენზია აქვთ რამეზე
http://railway.ge/?web=1&action=pnews&lang=geo&npid=309 მიბმულ ფიალშია ეს შეცდომები

P.S საქართველოდან, როგორც UNECE-ს წევრი ქვეყნიდან, მიწვეული იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახა გუდიაშვილი.
რა დამსახურებისთვის ჩამოაქვეითეთ კახა? რომელიც წლების მანძილზე უფროსი იყო?
This post has been edited by ika55775 on 7 Feb 2014, 12:04