#61984914 · 27 Mar 2025, 17:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TiredMan
QUOTE | ჩემს ბავშვობაში გურამიშვილის გამზირზე კინო "საქართველოდან" მოყოლებული შუაში მასეთივე ნაძვების ხეივანი იყო (ეხლა კონიაკის დასახლებაშია დარჩენილი მისი ნაწილი) და შუაში ტრამვაი მოძრაობდა. ვაგზლის მოედნიდან თბილისი ზღვამდე და კონაიკის დასახლებამდე მიხვიდოდი ტრამვაითი. 3 კაპიკი ღირდა მგზავრობა. ე.წ. 8-ე საავადმყოფოსთან, დღეს სადაც გამგეობაა, მოსაბრუნებელიც იყო.
|
მომავალში დიღომთან ერთად, მანდაც - ავჭალაშიც ტრამვაი რომ მოძრაობდეს, იდეალური იქნებოდა. მაგრამ, როგორც მოსკოვის გამზირზე, მანდაც შუაში პარკი გააკეთეს და ტრამვაისათვის ვინღა გადათხრის პარკს. მოსკოვის გამზირზე არ ვიცი რა ვითარებაა, მაგრამ ავჭალაში ეგ პარკი კი სულ ტყუილად გააკეთეს! ვცადე ერთხელ საღამოს საათებში ვიაროო და გამონაბოლქვმა კინაღამ დამახრჩო! ორი ცალმხრივ გზებს შუა ხომ არის და ვერ ისუნთქებ, ისეთი ჰაერია. ღამის 11-ის მერე კი იქაურობა გლუშიტელ გამოხეული ე.წ. ,,მოგაზავ სასტავის"-აა და სახიფათოა სიარული, რამდენიმე ადგილას ჯებირები გაანგრიეს, ხეებიც მოტეხეს და პარკში მდგარი სკამებიც მოთხარეს, საჭე რომ ვეღარ დაიმორჩილეს. რკინის მოაჯირებს არემონტებენ ყოველ კვირა და წაქცეულ ხეებს ასწორებენ. დილის საათებში 6 დან 8 მდე ჰაერიც სუფთაა, მაგ ,,მოგაზავე სასტავს"-აც სძინავს და უსაფრთხოა, მაგრამ ეგრე ადრე იშვიათად თუ ვინმე დადის მანდ, მითუმეტეს ზამთარში.
|