ასეთ რამეს რომ წერ, საერთოდ ვერაფერი გაგიგია.
კარგი, დაწვრილებით დავწერ.
მიზანი არის, ქალაქში მოძრაობის გამარტივება, ანუ გადაადგილების სისწრაფის და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რესურსების დაზოგვა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
ეს ხომ უაზრო მიზნებია რაა, ანუ გადაადგილების სისწრაფე და ხელმისაწვდომობა აძლევს ბევრ ადამიანს უფრო პროდუქტიულად მუშაობის შესაძლებლობას, რაც შესაბამისად განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას და ეს ისევ ამ ხალხს დაუბრუნდება. იგივე რესურსების დაზოგვაც და უფრო საჭირო საქმეებისთვის გამოყენებაც.
ასევე გარემოც, თუ ადამიანი ჯანმრთელი არაა ან დედამიწას დაერხევა, ვის რა თავში სახლელად უნდა ტრანსპორტი.
მგონი ამაზე ვთანმხდებით.
ახლა კი მისი შესრულების გზები.
ადრე, მსოფლიო და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირი მიყვებოდა ერთ მარტივ გადაწყვეტას.
ეს იყო, მანქანებისთვის მაქსიმალურად დაუბრკოლებლად გადაადგილების უზრუნველყოფა.
ანუ, გზების გაფართოება, შუქნიშნების და მიწისზედა გადასასვლელების ჩანაცვლება მიწისქვეშათი ან ხიდებით, რამდენიმე სართულიანი ესტაკადების დამატება და ა.შ.
ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტაა, მაგრამ შედეგი იყო საპირისპირო, თუმცა ლოგიკური.
ამ ყველაფერმა, რაც დიდი თანხები ჯდება (ესტაკადები, გვირაბები), მოკლევადიან პერიოდში პრობლემები კი გადაჭრა, მაგრამ დაიწყო შეუქცევადი პროცესები.
ანუ, ამ ინფრასტრუქტურის განვითარებამ, მოტივაცია მისცა კიდევ უფრო მეტ ადამიანს, რომ მანქანა შეეძინა.
მარტივია ხო, ფეხით სიარულს, გადასასვლელებზე კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლას, მოახტი მანქანას და მიდი სადაც გინდა.
მაგრამ ამ რაოდენობის ზრდამ, ისეთი მასშტაბური და არაბუნებრივი ხასიათი მიიღო, რომ უკვე აღარ იყო არსებული გზაგამტარები საკმარისი, ცალკე პარკინგის პრობლემა გაჩნდა, მოძრაობა გადაიჭედა, უამრავი ფული მიდიოდა საწვავში და მომსახურებაში და გარემოს დაბინძურებაც მკვეთრად გაიზარდა.
კარგი, დავუშვათ კიდევ უნდა გაიზარდოს გზების რაოდენობა, ესტაკადები და ა.შ. მაგრამ სადამდე იქნება ეს ფულადი ან ტერიტორიული რესურსი საკმარისი?
ქალაქი საცხოვრებელიც ხომაა და მანქანის გარდა, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც ხომ საჭიროა?
მეტ მანქანას კი გაატარებ, მაგრამ ეს მეტ სახსრებს წაიღებს და გარემოს დაბინძურებასაც, კიდევ უფრო დაამძიმებს.
ის, რომ გამონაბოლქვის გამოყოფას ელექტროთი ჩაანაცვლებ (იქამდე ვინც მიაღწევს), ეგ იქნება რომ საკმარისი? რეზინების ცვეთა, ზეთი და მსგავსი სითხეების გაფანტვა, დიდი რაოდენობის სითბოს გამოყოფა, ამდენი მოძრავი ობიქტიდან, პლუს ხმაურის დონე და ა.შ. ამას რა ეშველება?
მოკლედ, ზემოთ აღწერილი მიზნები, ურთიერთსაპირისპირო ხასიათს იღებს და მისი შესრულება, თეორიულადაც კი შეუძლებელი ხდება.
ასევე საზოგადოებრივი სივრცეები, არც ესაა პატარა საკითხი.
ადამიანს, ნორმალური ცხოვრებისთვის და განსატვირთად (ისევ პროდუქტიულობის მაქსიმიზაციისთვის) ესჭიროება მოსასვენებელი ადგილები. ქალქგარეთ ხომ არ და ვერ ივლის ყველა?
ამის მაგალითია, თუნდაც ჩვენთან გმირთა მოედანი და სანაპირო.
ბერიას სურდა, რომ მეფის დროინდელი რუსთაველის და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის პოპულარობა ჩაენაცვლებინა თბილისის ახალი ცენტრის შექმნით - გმირთა მოედნით. ასევე სანაპიროც, ხეივნით და ლამპიონებითაა გაწყობილი. მაგრამ მეთევზეებისა და მოსაფსმელად მისული ხალხის გარდა, გინახავს მანდ ვინმე?
იმიტომ რომ ეს ადგილები, იმდენადაა მანქანებზე მორგებული, რომ ვერ განვითარდა.
სანაპიროზე რატო მოგინდება გასეირნება, როცა ჯერ ვერ მიაღწევ იქამდე და თუ მიაღწიე, გვერდზე ავტობანი გირიხინებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიდნენ უფრო გააზრებულ მსჯელობასთან რომ კერძო მანქანები შეეზღუდათ აუცილებელი საჭიროების დონეზე, ხოლო სანაცვლოდ განევითარებინათ ხალხის გადაადგილების ალტერნატიული საშუალებები, რომელიც მსგავს პრობლემებს არ გამოიწვევდა.
ეს საშუალებაა ტეავდი საზ. ტრანსპორტი.

რითიც ადგილი იზოგება, პარკინგებზე და ახალ ესტაკადებზე მოთხოვნა მცირდება, გზების განიტვირთება გადაადგილების დრო და გატყორცნილი ფინანსები მცირდება (უფრო იაფი ღირს მგზავრობა) და თან გარემოზე ზემოქმედებაც მსუბუქდება.
ამას მოყვა ზებრების და შუქნიშნების რაოდენობის ზრდა, რომ უფრო მეტ ადამიანს ნდომებოდა ფეხით გადაადგილება, ველობილიკების განვითარება და ა.შ.
ცალკე ამბავია ხელოვნური შეზღუდვები, გადასახადები მოძრაობაზე ან პარკირებაზე, დღეების და მანქანის ნომრების მიხედვით გამოყვანა და ა.შ.
მოკლედ, მანქანების შეზღუდვა არის საშუალება (უალტერნატივო), თავში აღნიშნული აუცილებელი მიზნების მისაღწევად.
უბრალოდ, ჩვენს შემთხვევაში, ტრამვაი არის ამის ყველაზე უმტკივნეულო და ოპტიმალური გზა.
ტრანსპორტი არ გაქვს და მანქანებით გადაადგილება რომ შეზღუდო, მივიღებთ სრულყოფილ კოლაფს.
ფეხით და ველოსიპედით ვერ გადაადგილდები, უაზრო ინფრასტრუქტურის გამო, ავტობუსი გაჭედილია ცალკე ხალხით და ცალკე საცობში, ამიტომ დროზე ვერ მოდის და თუ მოვა ვერ ახლვალ და ტაქსები იგივე კერძო მანქანების შეზღუდვაში მოყვება და თუ არა, მაინც ვერ უზრუნველყოფს ამდენი მგზავრის გატარებას.
ტრამვაი კი ქმნის სწრაფ, იაფ და დაუბრკოლებელ ალტერნატივას და ბევრს მხოლოდ ამის გამო მოუნდება მისით სარგებლობა, რაც ავტომატურად შეამცირებს გზებზე დაწოლას და კერძო მანქანებისთვის შეიძლება შვებაც კი იყოს.
ხოლო, თუ მოკლე ვადიან პერიოდში, საცობი გაიზრდება, მანდ უკვე ავტომატურად მოხდება ნორმალიზება და ხალხის გადანაწილება ტრამვაის და კერძო მანქანებს შორის.
კი, შეიძლება კერძო მანქანით გადაადგილებას უფრო მუღამი აქვს, მაგრამ როცა საზოგადოების წევრი ხარ, უნდა გაითვალისწინო საზოგადოებრივი საჭიროებები.
უნდა წახვიდე რაღაც დათმობაზე, რადგან ამით მიიღებ გაცილებით მეტ სარგებელს, ვიდრე ის მცირე სიამოვნებაა, რაც უნდა მოიკლო.
ეს მგონი, განვითარებული ადამიანისთვის 2x2 უნდა იყოს.
შენ თუ რამე უფრო ინოვაციური და ლოგიკური გაქვს მოფიქრებული და ქალაქის სატრანსპორტო ნაკადების მართვაში გადატრიალების მოხდენას აპირებ, ეგ სხვა საკითხია.