RapanuiAccidentvatman1976 წელს დაიწყო ტრამვაის ხაზის გაყვანა გლდანის მიმართულებით, ამჟამინდელი სარაჯიშვილის ხიდების მიმდებარედ ეყოფოდა ავჭალის გზატკეცილიდან ზახს და უხვევდა გლდანის მიმართულებით. სარაჯიშვილზე მაში ხინდები არ იყო, არც დიღმიდან მომავალი მაგისტრალი არსებობდა და არც შეშელიძის ქუჩა.
მშენებლობისას დიდი მიწის სამუშაოები გახდა საჭირო, მთის ძირს აფეთებდნენ მოსასწორებლად რომ ტრამვაის ვაკისი შეექმნათ, ეს ხდებოდა ფერდობის ძირსა და მდინარე ხევძმარას შორის. ამ სამუშაოებმა გახადა ეს ფერდობი მეწყერსაშიში ზონა. ტრამვაის ხაზი გლდანთან მიახლოებისას (ხიზაბავრას ქუჩის კვეთაზე მკვეთრად უხვევდა მარცხნივ და გადადიოდა მიწაყრილზე რომლის ქვეშაც მდინარე ხევძმარა გადიოდა კოლექტორში. შემდეგ კი ორ ნაწილად იყოფოდა და ცალმხირვად მიუყვებოდა გლდანის მიკროებს.
1977 წლის 30 მარტს ტრამვაის ხაზი გაიხსნა გლდანის მიმართულებით მეტრო ახმეტელამდე "ა" მიკრომდე. (მაშინ მეტრო არ იყო),
1977 წლის ნოემბერში დააგრძელეს მეორე და მესამე მიკრო რაიონამდე.
1978 წლის მაისში დაგრძელდა მესამე და მეოთხე მიკროებამდე ეკლესიასთან (მაშინ არ იყო ეკლესია).
1978 წლის ნომებერში კი გლდანის ბოლომდე მეშვიდე მერვე მიკროებამდე.
მდინარე ხევძმარა აზიანდება ხოლმე ხაზს როცა ადიდდებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს რომ მთლიანად კოლექტორში ჩაესვათ, მოგვიანებით ზუსტად მდინარის თავზე გაიყვანეს ამჟამინდელი შეშელიძის ქუჩა.
წლების მანძილზე გრუნტის ჩამოქცევას ჰქონდა ხოლმე ადგილი დამეწყრილი ფერდობიდან, 80 წლების შუაში მანდ 16 სართულიანები აააშენეს რამაც სიატუაცია უფრო დაამძიმა.
1990 წლის იანვარში საქალაქო საბჭომ ტრამვაის ხაზის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო სამწუხაროდ. ლიანდაგები აიყარა ავჭალის გზატკეცილიდან მეტრო ახმეტელამდე.
პარალელურად გაჰყავდათ შეშელიძის ქუჩა ხაზიდან მარცხნივ და ასევე დიღმიდან გამოჰყავდათ მაგისტრალი.
ტრამვაის ხაზი გაიყო და მარჯვენა და მარცხენა ახლადაშენებულ ხიდებზე გადაერთო მოძრაობა. ამის გამო 1990 წლის აგვისტოში ტრამვაი საერთოდ არ დადიოდა ქალაქში დასავლეთ ქსელზე (ნავთლუღში დადიოდა) რადგან ავჭალის დეპო აღმოჩნდა იზოლირებული. აგვისტო აირჩიეს იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებდატვირთული თვეა.
1995 წელს მზია თოდუამ დაიწყო გლდანში ტრამვაის ხაზის გასუფთავება თავისი დიზელტრამვაისთვის.
1996 წლის დეკემბერში ამოქმედდა დიზელტრამვაი და 1997 წლის ბოლომდე ძაღლმადურად იმუშავა.
2000 წელს აიყარა ლიანდაგები გლდანში. (მეტროსკენ დარჩენილია კიდე და მგონი ავტობუსის გაჩერებაზე მალე თავს ამოყოფენ)
თავად გლდანში რამდენიმე საყრდენი დარჩენილია ტრამვაისდროინდელი, ერთ ერთზე მეტროსთან უზარმაზარი კრონშტეინიც კი ზედ არის.
შეშელიძის ქუჩის გაყოლებაზე სამი საყრდენი დღემდე დგას ამას წინათ ვიძრომიალე მაგ დამწყრილ გორაზე რომ გადამეღო ფოტოები.

დღეს ასე გამოიყურება და ასე გადიოდა ტრამვაის ხაზი რომლის ვაკისის 50 მეწყერმა დაფარა დანარჩენი კი უაზრო მშენებლობებმა.

შეშელიძის ქუჩის გაყოლებაზე ტრამვაის საყრდენები.



