გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2012 წელს შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –„112“.
„112“ არის ერთიანი, 24–საათიანი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით.
1–1–2–ის, როგორც გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის ამოქმედებამდე, საქართველოში არსებობდა გადაუდებელი დახმარების სამი დამოუკიდებელი ნომერი: სახანძრო–სამაშველო – 111; საპატრულო პოლიცია – 122; სასწრაფო–სამედიცინო დახმარება – 113.
„112“–ის, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი ცენტრის ამოქმედებას აქვს შემდეგი უპირატესობები:
არსებული რამდენიმე ნომრის ნაცვლად ერთი ნომერი
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობის მაღალი ხარისხი
ერთიანი ელექტრონული სისტემა
ინფორმაციის შენახვის და ანალიზის შესაძლებლობა
საგანგებო სამსახურების ეკიპაჟების მონიტორინგის შესაძლებლობა
მეტი კომფორტი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტებისათვის
ცნობადი ნომერი ევროპის მასშტაბით
112–ში ზარის მიღების პროცესი:

ცენტრის შენობა:

სახანძრო-სამაშველო სამსახური
თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო ფლობს შემდეგ ტექნიკას:
1. Ford Cargo 35-32D - 1 ცალი.
2. Ford Cargo 1824 LRSC - 14 ცალი.
3. Ford Cargo 1830 Double - 13 ცალი.
4. Ford Cargo 25 30D კიბე - 1 ცალი.
5. Ford-Cargo 3535 - 1 ცალი.
6. Ford Transit Double Cabin (სწრაფი რეაგირების, სამაშველო)- 4
ცალი
7. KAMAZ - 3 ცალი
8. KAMAZ-BRONTO-LIFT - 1 ცალი.
9. MAN-BRONTO-LIFT - 1 ცალი.
10. Magirus-Deutz-LIFT - 1 ცალი.
11. Magirus-Deutz - 1 ცალი
12. LAND ROVER DEFENDER - 2 ცალი.
13. Ford-Cargo 3535 DC (კომბინირებული სახანძრო-სამშველო)- 1 ცალი (არ არის სერვისში)
14. Ford-Cargo 1826 LR (კომბინირებული სახანძრო-სამშველო, ამწე მანიპულატორით)- 1 ცალი (არ არის სერვისში)
და კიდევ რამოდენიმე ერთეული სატრანასპორტო საშუალებები რომელთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი....
საპატრულო პოლიცია
თბილისის ემსახურება საპატრულო პოლიციის 116 ეკიპაჟი. საავტომობილო პარკი ძირითადად დაკომპლექტებულია შკოდას (Skoda Octavia 1.8TSI, Skoda Octavia scout 1.8TSI ავტომანქანებით. არის გამონაკლისებიც

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის სასაწრაფო სამედიცინო ცენტის ავტოპარკის განახლება, სექტემბრის ბოლოსთვის ცენტს ახალი 80 ცალი ფიატის მარკის (FIAT DUCATO,
FURGONE SEMIVETRATO PASSO
MEDIO 35 Q) მანქანა ექნება.
წინა თემა :
112 - SOSპოსტების ტოპ 10 -ეული

da_to 496
Kublicha 373
vatman 134
ნიკა 45
xaji85 36
IVANICHA 35
Accident 30
iviko18 29
Fabian 23
SwaT-2011 21