რატომ დგება რისკის ქვეშ ექიმის დახმარების მომლოდინე პაციენტის სიცოცხლე? რატომ არ აღელვებთ მძღოლებს სხვების ჯანმრთელობა? ეს იმ დროს, როცა ყოველი წამი გადამწყვეტია...
„რუბრიკის“ გადამღებმა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი, თუ რა ვითარებაში უწევს გადაადგილება თბილისის ქუჩებში სასწრაფო დახმარების მანქანას. ექსპერიმენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურთან ერთად ჩატარდა.
ამ შემთხვევაში გამოძახება ფიქტიურია.
მარშრუტი - საბურთალოს ქუჩიდან მთაწმინდაზე, მარი ბროსეს ქუჩამდე.
მანძილი - 4 კილომეტრი და 200 მეტრი.
როგორ განვითარდა მოვლენები, ვიდეოში თვალნათლივ ნახავთ, თუმცა ორი სიტყვით შეგვიძლია, ვთქათ, რომ მძღოლების უმრავლესობამ გამოძახებაზე მიმავალ მანქანას გზა არ დაუთმო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანაც იგულისხმება) შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
თუმცა, ჯარიმის გარდა, არსებობს მორალური პასუხისმგებლობის თემაც - როცა ჩვენი უყურადღებობით თუ უგულებელყოფის გამო ვიღაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიძლება, საფრთხე შეექმნას...
ეს უკვე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხია, რომლის დეფიციტსაც აშკარად განვიცდით...
ზუგდიდი
This post has been edited by da_to on 5 Feb 2015, 19:58