პირველად შევესწარი ასეთი მასშტაბის ხანძარს. გავაკეთებ პატარა რეპორტაჟს, ახალი გაჩენილი იყო ხანძარი რომ მივედი. სახანძრო 1 თუ 2 იყო მარტო.
დაახლოებით 11:10 იქნებოდა. ბელიაშვილზე ვმოძრაობდი და დავინახე რაღაც არანორმალური შავი ბოლო, ბელიაშვილის ბოლოში უკვე, დასუფთავების სამსახურის ოფისის მერე ხალხი იდგა ქუჩაში და იქით იყურებოდა.
გლდანის ხიდის დასაწყისში სიმშვიდე იყო, მაგრამ უკვე რომ გადავედი იქ უამრავი მანქანა გაჩერებული და ხალხი გარბოდ გამორბოდა.
ავედი ფეიქრების ხიდზე ფეხით და ასეთი სურათი გადაიშალა.

ისმოდა აფეთქებების ხმა, ყველა მხრიდან სირენების წივილი. პატრულის მანქანები დარბოდნენ უმისამართოთ აქეთ-იქით. გზები ჯერ არ იყო გადაკეტილი. სახანძროები შემოდიოდნენ და შემოდიოდნენ, უზარმაზარი სიჩქარით მოქროდნენ სახანძროს კიები.
ცოტა ხანში ევაკუაციის ზონა გაიზარდა, ხიდები გაანთავისუფლეს ხალხისგან, შეშელიძე გადაკეტეს ორივე მიმართულებით. შეჩერებული იყო სარკინიგზო მიმოსვლა. პატრულის შავი და ვერცხლისფერი სკაუტებით იყო სავსე იქაურობა.


მერე დაიწყო გალფის თანამშრომლების (არა იმ ბაზის) დაპანიკებული მოვარდნები. პატრული ახლოს არ უშვებდა, ინფორმაციაც არ ქონდათ რა ხდებოდა შიგნით.

ყველა ტიპის სახანძრო იყო მოსული, ფორდის ციდტერნები, ახალი ამწეიანი ცისტერნა, MAN ბრონტო, კიბიანი ფორდი, სამაშველო ფორდი, კამაზები, ზილებიც კი.
ზილების ეკიპაჟს სხვანაირი ფორმა ეცვათ, სავარაუდოდ რაიონებიდან გამოიძახეს.
ჩამოდგა სახანძღო მატარებელი.
ცისტერნები გამუდმებით მოძრაობდნენ, როგორც ჩანს წყალი იქ არ იყო და სადღაც გადიოდნენ მოსატანად.



ასეთი ცარიელი შეშელიძე როდის ნახეთ ბოლოს?


ახლა გიორგაძის ინტერვიუ რომ წავიკითხე, მემგონი ცხვარი გვყავს დასაკლავი იქ ვინც ვიყავით.
ის ცისტერნები რომ აფეთქებულიყო დილით, სანამ ევაკუაციის ზონა გაიზრდებოდა, მეც კიდევ უამრავი ადამიანი, ბევრი მეხანძრე და თბილისის ნახევარი საპატრულო ვიქნებოდით ტრუპები