მაგარი გასართობია
რაც შეეხება განათებას და სირენას - ამათი გამოყენების არსი ის არის, რომ გამცნოს რომ პოლიციელს დანაშაულის ადგილზე მიეჩქარება. შესაბამისად, თუ პოლიციელი უბრალოდ პატრულირებს, წესით მაშუქები და სირენა ჩართული არ უნდა ჰქონდეს. პირიქით, პოლიციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებშია რომ პოლიციის მანქანა ადვილად იდენტიფიცირებადი არ იყოს ჩვეულებრივ საქალაქო ტრაფიკში. რომელი სიტუაცია უფრო უზრუნველყოფს მდგრად წესრიგს - როცა პოლიციელს ხედავ და ამიტომ არ არღვევ მოძრაობის წესებს თუ როცა პოლიციელს ვერ ხედავ მაგრამ იცი რომ შეიძლება იქვე ახლოს იყოს სადმე და უბრალოდ არ ჩანდეს. მე ვფიქრობ რომ როცა პოლიციის მანქანას ვერ ხედავ მაგრამ იცი რომ სადმე ახლოს აუცილებლად იქნება, უფრო მეტად გაფრთხილდები და დროთა განმავლობაში კანონმორჩილ მძღოლად ჩამოყალიბდები. მაგალითად, რუსთაველზე ფოსტის შენობასთან თუ მოძრაობ თავისუფლების მოედნისკენ და სადღაც თავისუფლების მოედნის სიახლოვეს ხედავ ციმციმებიან პატრულს და სხვაგან არსად, ადვილად დაარღვევ მოძრაობის წესებს ისე, რომ პოლიცია ვერ შეამჩნევს. მაგრამ როცა პოლიცია შორიდანვე არ ჩანს, წარმოდგენა არ გაქვს იგივე სიტუაციაში პოლიციის მანქანა თავისუფლების მოედანზეა თუ აქვე ახლოს, შენს უკან ან გვერდით. ამიტომაც არ დაარღვევ. ეს ციმციმებით სიარული მძღოლებს უფრო მეტად უბიძგებს დარღვევისკენ ვიდრე წესების დაცვისკენ. ამიტომ არ უნდა დადიოდნენ პოლიციელები მუდმივად ციმციმებით.
გაუკუღმართებული პრაქტიკაა. მახსოვს საპატრულოს დაარსების პირველ წლებში ასე არ იყო. ღამე საპატრულო ისე მოგეპარებოდა უკან, ვერც გაიგებდი. პირველად 2007 წლის 7 ნოემბრის მერე შევნიშნე რუსთაველზე ყოველ საღამოს პოლიციელები ანთებული ციმციმებით დაქროდნენ. მას მერე მომრავლდა და უკვე ჩვევად იქცა ეს უაზრო პრაქტიკა. გარდა იმისა რომ თვალებს ჭრის მძღოლებს და შემაწუხებელია, საზოგადოებრივი წესრიგის მდგრადი უზრუნველყოფის მიზნებსაც არ შეესაბამება. პოლიციის მანქანა არ უნდა ჩანდეს.
ცოტა თემას კი გადავუხვიეთ მგონი მაგრამ მაინც, იდეა მაქვს - შტატების საპატრულოებს აქვთ ასეთი პროგრამასავით - მსურველებს შეუძლიათ განცხადება შეიტანონ საპატრულოში და ეკიპაჟს პატრულირებაში გაჰყვნენ 1 დღე (ზოგ საპატრულოში მხოლოდ რამდენიმე საათი). ძალიან მაგარი პროგრამაა. გაყვები ეკიპაჟს პატრულირებაში და მთელი სიმძაფრით შეიგრძნობ რას ნიშნავს პოლიციელობა
მქონდა ბედნიერება კალიფორნიის საპატრულოსთან ერთად მეპატრულა რამდენიმე წლის წინ. სუპერ გამოცდილება იყო. თან სპეციალურად ღამის მორიგეობა ავარჩიე - ღამე უფრო მეტი შემთხვევები ხდება (იქ სტატისტიკურად ასე იყო ყოველ შემთხვევაში). მოკლედ ყველანაირი შემთხვევა დაფიქსირდა - ოჯახური ძალადობა, ქურდობა, ძარცვა, დრაივ-ბაი შუტინგიც კი.
მთელი ღამე აღმა-დაღმა დავქროდით. გამთენია იყო უკვე მე და პატრულ ოფიცერს ძალიან მოგვშივდა, მივაყენეთ ბურგერ კინგთან და კაი ნასუქი ჰამბურგერები ვითრიეთ. ზამთარი იყო, მანქანიდან არც გადმოვსულვართ, იქვე მივირთმევდით, პარკინგზე. ოფიცერმა ფანჯრები ჩამოწია ბოლომდე. ვკითხე რას აკეთებ, ცივათქო და ცოტა ხანში მიხვდებიო. გავიდა რამდენიმე წუთი (სულ 2-3 ჩაკბეჩა მოვასწარი

) და უცბად შემოდის სასწრაფო გამოძახება - სროლა იყო ბანდებს შორის რომელიღაც უბანში. ამ ოფიცერმა უცბად ამოქოქა მანქანა, ჩართო სირენები, ჰამბურგერი თავის კოკაკოლიანად ფანჯრიდან მოისროლა, მეც იგივე გამაკეთებინა და მიადგა გაზს. ოღონდ მე კოკა-კოლა დავიტოვე, მარტო ჰამბურგერი გადავაგდე და ნეტა ისიც გადამეგდო. ისეთი სისწრაფით შედიოდა მოსავევებში ეს კოლა სულ ზედ გადამესხა. კიდევ კარგი ცოტა იყო

მოკლედ, ძალიან მაგრობა იყო და ჩვენც გვინდა ეგეთი შესაძლებლობა. რას იტყვით?
ჰო, რათქმაუნდა წინასწარ კონტრაქტზე მომაწერინეს ხელი რომ თუ რამე მომივიდოდა, პოლიცია პასუხისმგებელი არ იყო და საკუთარი რისკით ვაკეთებდი ამ ყველაფერს.
This post has been edited by ლლევ on 28 Nov 2014, 11:16