სახვითი ხელოვნების მუზეუმი რუსთაველზე.



ერთი პატარა დარბაზი დაეთმობა არაპროფესიონალ, მოვარულ მხატვრებს- საქართველოში ცნობილი პიროვნებების ნამუშევრებს, ბევრი უკვე მაქვს, კიდევ მივუმატებ… საინტერესო და სახალისოა.
დარბაზებს ხელოვნურით, კიბეების სივრცეს კი – დღის შუქით გავანათებთ. პირველ სართულზე, რუსთაველის გამზირის მხრიდან, 300 კვ/მ-ის საგამოფენო სივრცე მოეწყობა, სადაც მოკვლევა-დიზაინი, არამუდმივადმოქმედი გამოფენები გაიმართება. იმავე სართულზე კონფერენციების, სემინარების და მასტერკლასების ჩასატარებლად 250 კვ/მ-ის ფართობის დარბაზიც განთავსდება. მეორე სართულზე მუზეუმის ადმინისტრაცია და საცავი მოეწყობა. საგამოფენო სივრცე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს დაიკავებს, რომელთა ჭერის სიმაღლე 4.2 მ-ია, ფართობი კი დაახლოებით 7 000 კვ/მ-ია.
რუსთაველის გამზირის მხარეს, მუზეუმის პირველ სართულზე, რამდენიმე პატარა პროფილირებული “ბუტიკი” გაიხსნება, სადაც სურათები, რეპროდუქციები, წიგნები, ალბომები, სუვენირები გაიყიდება. მიწის ქვეშ, სამ სართულზე 150 ავტომობილზე გათვლილი ფასიანი საზოგადოებრივი ავტოსადგომი მოეწყობა. გუდიაშვილის მხრიდან თანამედროვე სტილის შენობის პირველ და მეორე სართულებზე რამდენიმე რესტორანი იმუშავებს. გარდა ამისა, იქვე მოსასვენებელი კუთხეებიც მოეწობა, სადაც მუზეუმის სტუმრებს “ჩაის დალევა და ხეოვნებაზე საუბარი” შეეძლებათ. მესამე სართულზე ფიტნეს ცენტრი, სპა და სოლარიუმი განთავსდება, მეოთხეზე კი საცურაო აუზი, რომელიც ცუდ ამინდში მომენტალურად გადაიხურება. მუზეუმის ცენტრალური შესასავლელი ამ შენობის მე-2 სართულს უკავშირდება.
რაც შეეხება სამშენებლო პროექტს, ის ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ W+P-მ და მისმა შვილობილმა კომპანიამ PLAN FORWARD-მა შეგვისრულეს.
მუზეუმს ქართული სამშენებლო კომპანია იმკ+ აშენებს.
უფრო ვრცლად.
http://tornikesblog.wordpress.com/2013/10/...
This post has been edited by Chxikvia on 18 Jan 2014, 03:19
ОАО Газпром-ოცნებები სრულდება.