„პანორამა თბილისის“ პროექტის შესახებ - არქირქეტურის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი -კონსტანტინე ამირეჯიბი
მას-მედიაში გავრცელდა თანადაფინანსების ფონდის მიერ წარმოდგენილი „პანორამა თბილისის“ პროექტის ხედები და ანიმაცია.
პროექტმა გამოიწვია ბევრი შეკითხვა და გაკვირვების გარდა, გამოიწვია ასევე აღშფოთება იმ თავხედობით, რომლითაც პროექტის ავტორები უბოდიშოდ იჭრებიან ქალაქის ისტორიულ განაშენიანების წიაღში. იქმნება შთაბეჭილება, რომ ავტორებისათვის არ ასებობს მთელი რიგი საკანონმდებლო-ნორმატიული და საპროექტო შეზღუდვები და წესები, რომელიც ვრცელდება თბილისის ისტორიული განაშენიანების და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში.
არსებითად შეკითხვა და მოთხოვნა ამ პროექტის მიმართ მდგომარეობს შემდეგში:
1. ისტორიულ ზონაში ქმედება უნდა იყოს მიმართული ტრანსპორტის ნაკადების შეზღუდვაზე და არა ზრდაზე და პარკირებაზე;
2. მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომები ისტორიულ ცენტრში გამოიწვევს მეზობელი შენობების დაზიანებას;
3. თავისუფლების მოედანზე ახალი შენობა არ უნდა ჩრდილავდეს და აკნინებდეს ხელოვნების მუზეუმის შენობას და არ უნდა იყოს უფრო მაღალი ვიდრე რუსთაველის #1 - ის შენობა;
4. ერეკლე მეორეს მოედანზე არსებული ფაბრიკის შენობის დანგრევა დაუშვებელია, ეს შენობა არის სამრეწველო არქიტექტურია უიშვიათესი ნიმუში. დსაშვებია მხოლოდ მისი აღდგენა-რესტავრაცია;
5. არ შეიძლება ისტორიულ ზონაში მაღალი შენობების აგება მარტო იმიტომ, რომ საჭიროა საბაგირო გზების საშუალებით სოლოლაკის ქედზე კლიენტების აყვანა, ეს რაღაც უზნეობაა;
6. დაუშვებელია სოლოლაკის ქედის დატერასება, გრუნტის ჭრა და გატანა, მისი რადიკალური სახეცვლილება. ეს ლანდშაფტი არის ისტორიული გარემოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც უნდა დარჩეს ხელუხლებელი;
7. საბაგირო გზების ანძები აღმოჩნდებიან ისტორიული განაშენიანების შუაგულში, რაც დაუშვებელია, ეს ანძები რადიკალურად ცვლიან განაშენიანების იერსახეს;
ვფიქრობ, მოცემული ჩამონათვალი საკმარისია იმისათვის, რომ პროექტი შეჩერდეს.