საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ფათუშა დუმბაძე ხელმძღვანელობდა თბილისში „ ინტურისტის“ ახალი სატუმროს მშენებლობის საქმეს. მისი აზრით სასტუმრო ახალ უბანში- საბურთალოზე უნდა აშენებულიყო. ცკ-ს მდივანს, აზრი არქიტექტორმა ოთარ კალანდარიშვილმა არ მოუწონა და იმ ადგილზე მიუთითა სადაც ახლა სასტუმრო „ ივერია“ დგას. არქიტექტორის მხარდამჭერებად გამოვიდნენ საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი. მთავრობამ ოთარ კალანდარიშვილის მიერ შერჩეული ადგილიდან მობინადრეების საცხოვრებელად სხვაგან გადაყვანა დაიწყო და მშენებლობაც გააჩაღა.
როგორც არქიტექტორი კალანდარიშვილი წერს: „ 1962 წლის ბოლოს მჟავანაძე ბროზ ტიტოს მიწვევით იუგოსლავიაში წავიდა. როგორც ჩანს მას დაამახსოვრდა სასტუმროს ნორმებზე ჩემი განმარტება და ბელგრადში მაღლივი სასტუმრო “ სლავა“ რომ ნახა, თურმე, ბროზ ტიტოსთვის უთქვამს-ჩვენც ვაშენებთ მაღლივ სასტუმროს, იქნებ პროექტი მომცეთო.
ბროზ ტიტომ დააბეჭვდინა სასტუმრო „ კოლენ სლავა ბელგრადის“ პროექტი (5 შეკვრა), და გამოატანა. მჟავანაძე თბილისში რომ ჩამოვიდა, მე გამომიგზავნა-აი, შვილო, თუ გამოგადგებაო. ეს ცეკას პირველი მდივნის მხრიდან ყურადღებაც იყო, ზრუნვაც და პასუხისგებლობაც...“
სასტუმრო „ივერია“ 1967 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. შენობის არქიტექტორი, ო. კალანდარიშვილთან ერთად, ი. ცხომელიძეც იყო, ხოლო კონსტრუქტორი დ. ქაჯაია გახლდათ.
მალხაზ კოხრეიძე
შენდება სასტუმრო "ივერია." ფოტოსურათი ამოღებულია ალბომიდან "როგორ ვიზარდეთ" გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" 1967 წ.
(საინტერესო სტატიაა, შემთხეხით ვნახე ინტერნეტში)
This post has been edited by გიო777 on 5 Feb 2014, 12:20
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)