ეს ინფო ვნახე ფბ-ზე ვასილ მჟავანაძესთან
1920-იან წლებში თბილისში პლეხანოვის გამზირზე აშენებულ კინოფაბრიკას, რომლის არქიტექტორიც მ. ბუზ-ოღლი უფროსი გახლდათ, უდიდესი წვლილი მიუძღვოდა ქართული კინოს განვითარებაში.
1963 წელს საჯაროდ გამოიფინა კინოსტუდია „ ქართული ფილმის“ დიღმის კომპლექსის ახალი მაკეტი, რომელიც შესრულებული იყო „ ფოქს მე-20-ე საუკუნის“ და ჰოლივუდის სხვა სტუდიების მაგალითზე. კომპლექსი საბჭოთა კავშირის სამხრეთის კინოდარბაზად გადაქცეოდა და აქ ქართველ კინემატოგრაფისტების გარდა, მოსკოველ, ლენინგრადელ, ტალინელ, მინსკელ და სხვა კინემატოგრაფისტებს შეეძლოთ მუშაობა.
პროექტი შეადგინეს არქიტექტორებმა ი. ფრიდმანმა, ი. სტრელკოვმა, ინჟინერ-კონსტრუქტორმა გ. მიქაელიანმა, ტექნოლოგმა ვ. ტოლმაჩოვმა. მათ ეხმარებოდნენ ქართველი სპეციალისტები გ. გოგოლაშვილი და ვ კიკნაძე. პროექტი შემუშავდა მოსკოვში, „ გიპროკინოპოლიგრაფში“
კინოსტუდია „ ქართული ფილმის“ ძირითადი მაჩვენებლები იყო: უბნის ფართობი-21,3 ჰა; მშენებლობის ფართობი-2, 45 ჰა; სამშენებლო მოცულობა-201, 000 კუბური მეტრი; საწარმოო ფართობი-9350 კვმ.
წლის განმავლობაში, სტუდიაში 15 მხატვრული ფილმი შეიქმნებოდა.
მალხაზ კოხრეიძე
"ქართული ფილმის" დიღმის კინოსტუდიის კომპლექსის მაკეტი.
This post has been edited by გიო777 on 24 Mar 2014, 17:05
მიმაგრებული სურათი