ახალი თემის გახსნა დამეზარა.იყოს ამ თემაში
თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია - მცურავი წისქვილებიახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ქმნიდა. მათ შორის იყო პატარა კუნძულები.
მტკვრის ქვედა დინებაში არსებული ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო ბაღებით, რომლებიც თბილისს ამარაგებდა ხილითა და ბოსტნეულით.
კუნძულმა სახელი რამდენჯერმე გამოიცვალა. სულ თავიდან, როდესაც ის თავად ორბელიანების საკუთრებაში იყო, მას "ორბელიანის კუნძულს" ეძახდნენ. კუნძული - ულამაზესი ბაღით...
კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოფებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდები, რომელზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებით გადაჰქონდათ.

ამიტომაც შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდები. თბილისში, გასულ და იმის წინა საუკუნეში, თითქმის ერთდროულად ორი ვირის ხიდი გვქონდა. მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად, მდინარის ტოტი მოისპო და კუნძულიც, თავის ხიდებიანად. 1951 წელს ვირის ხიდები აიღეს.
ამ ხიდების გარდა, კუნძულზე გადასვლა ტივითაც შესაძლებელი იყო. მდინარე მტკვარში, მაშინ მხოლოდ ტივები და კიდევ ერთი უცნაური "არსება" - მცურავი წისქვილები ბინადრობდა.
მტკვრის გაღმა ერთიმეორეზე მიყოლებული, ჯაჭვით დაბმული წისქვილები ძველი გემებივით იდგნენ". (ა. სულაკაური)
"სანამ მტკვრის ენერგია ელექტროდენის გამომუშავებას დაიწყებდა, მდინარის მძლავრი დინება საუკუნეების განმავლობაში, ტურბინათა ნაცვლად, წისქვილის ქვებს აბრუნებდა. ასე იყო მრავალი ასეული წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ შორეულ 977-978 წლებში არაბი გეოგრაფი და მოგზაური, იბნ-ჰაუქალი, ავტორი თხზულებისა "გზათა და სამეფოთა წიგნი", წერდა:
"ქალაქი მდინარე მტკვარზეა გაშენებული. წისქვილები ტფილისში (ისე, როგორც მოსულში და რაკაში ტიგრსა და ევფრატზე) ნავებზე არის გამართული".
მტკვარზე გამართული წისქვილის ქვედა ნაწილი მართლაც არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ორნავიანი ბორნისაგან: ერთმანეთს დაშორებული ნავები იმაგრებდნენ უზარმაზარფრთებიანი ბორბლის ღერძს. ბორბალს, ცხადია, მტკვრის მძლავრი დინება ატრიალებდა, ხოლო იმისათვის, რომ დინებას არ გაეტაცა, წისქვილი ნაპირზე ჯაჭვით იყო დამაგრებული
წისქვილის ქვას, როგორც უკვე ვთქვით, უზარმაზარფრთებიანი ვერტიკალური ბორბალი ატრიალებდა.

როგორც ჩანს, ამგვარი ვერტიკალურბორბლებიანი წისქვილები მე-19 საუკუნის საქართველოში მხოლოდ თბილისში გვხვდებოდა.
წისქვილზე გადასვლა უყვარდათ ჩუღურეთელ ბავ¬შვებს, რომლებიც ფიცრულს უკან ხის მერხზე სხდებოდნენ ხოლმე და ოცნებობდნენ. თავს მეზღვაურებად წარმოიდგენდნენ და ბებერი, მოჭრიალე წისქვილიც ხშირად დაატარებდა ზღაპრულ ქვეყნებში..."
ამ წისქვილების არსებობა, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში შეწყდა. საბჭოთა ხელისუფლებამ წისქვილები აიღო.
1951 წლის 21 იანვარს გაზეთ "კომუნისტში" წერდნენ: "ბედნიერი ცხოვრება ჰყვავის ძველს კუკიასა და ჩუღურეთში" წერდა:
"ბევრი რამ შეიცვალა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ იმდროინდელ უბანს ახლა მრავალი სიახლე ამშვენებს. აღარ არის მტკვრის სანაპიროზე საფრთხობელასებრ აღმართული დიდბორბლიანი წისქვილები. მათ ნაცვლად სანაპიროს საყრდენი კედელი აქვს მტკვარს გავლებული და მალე ბარათაშვილისა და მარქსის რეკონსტრუირებულ ხიდებს შუა ულამაზესი სანაპირო მაგისტრალი გადაიჭიმება."
ეს "საფრთხობელასებრ აღმართული" წისქვილები იყო ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ქმნიდა ძველი ტფილისის სახეს, ხასიათს...
"წისქვილები გამართული ყოფილა ორთაჭალჰესის ადგილზე (თამამშევის წისქვილი), აბანოებთან, რიყეზე, გარეთუბანში. მე-19-20 საუკუნის თბილისში ასეთ წისქვილებს ნახავდით რიყეზე, ჩუღურეთსა და ვანქის უბანში. ისტორიკოს თეიმურაზ ბერიძის თქმით, გასაკვირი არაა, რომ იქვე, მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდთან იყო ქუჩები – წისქვილის შესახვევი და წისქვილის დაღმართი, რომელიც მტკვართან ჩადიოდა." (დათო ქარდავა "მტკვარი და მისი ორი ნაპირი).
დრო ყველაფერს ცვლის... ადამიანები ცვლიან ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ვინ ვიყავით და საიდან მოვდივართ... ჩვენ ვალდებული ვართ ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია.
http://www.marao.ge/sakithkhavi/siakhle/53...sisqvilebi.html This post has been edited by tintoreto on 2 Nov 2013, 20:15
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი