QUOTE |
გადასაჯდომ სადგურს ამ ეტაპზე ნუ ააშენებ. რაც გინდა, რომ 300 არაგველებში გააკეთო, ანუ მეორე ლიანდაგის ბაქნიდან შემოსვლა და გასვლა - იგივე გააკეთე ისანში, ანუ ეს სამუშაოები ზუსტად ერთი და იგივე დაჯდება. თან, ამ სამუშაოების (მეტრომშენის დამაკავშირებელ გვირაბთან მისასვლელის გაჭრისას) მიმდინარეობის დროს პირველ ხაზზე ბოლო სადგური დროებით იქნება 300 არაგველი (300 არაგველზე იგივე სამუშაოების კეთებისას, მთელი სისტემა ჩერდება - ესეც გასათვალისწინებელია). ამ ყველაფერს შემდგომ, დალხენილი ცხოვრებისას, გამოიყენებ 5 დეკემბრის, ბოგდან ხმელნიცკის, დირსის, 31-ე ქარხნის, მოსკოვის გამზირის, ზმკ-ს, ფონიჭალა-რუსთავის მიმართულებით მეტროს ხაზის გასაგრძელებლად, ანუ ააშენებ გადასაჯდომ სადგურს ისანში. ხოლო ამ ეტაპზე კი 700 მეტრი გვირაბისგაყვანისთვის საჭირო ხარჯის ეკონომია ხუმრობა საქმე არ არის, ეს სადღაც 80-100 მილიონი დოლარი მაინცაა. |
არც 300 არაგველთან, არც ისანთან და არც ერთ სხვა სადგურთან არავითარ განშტოებას არ ვაშენებთ მოქმედი გვირაბიდან, განშტოება შენდება ჩიხიდან, ამრიგად ისნიდან მშენებლობის შემთხვევაში მოძრაობა ისნამდე შეწყდება, 300 არაგველის ჩიხიდან გაგრძელების შემთხვევაში კი არსად არ შეწყდება მოძრაობა. მაგ ჩამოთვლილ მიმართულებებს ცალკე აღებულს (რუსთავის გარდა) მეტროს ხაზი არ სჭირდებათ, თუ ეს ხაზი მათ ცენტრთან არ შეაერთებს (თუ ისანთან შეაერთებს შეგიძლია ისანი დახურო საერთოდ ჩამსვლელი მგზავრებისთვის, იმისთანა კოლაფსი იქნება მანდ), აგ უბნებს მესამე და მეოთხე ხაზი დააკავშირებს ცენტრთან.
გავაგრძელეთ
შემდეგ თემაში:
Real SAABs don't leak. They just mark their territory.