Еж3 ვაგონებს მოდერნიზაციის შემდეგ ენიჭებათ Еж3M ინდექსი.
2011 წელს დეპოში 5608-ს რომ ავარია მოუვიდა, მისი აღდგენის დოკუმენტაცია ვიპოვე, როგორც მოსალოდნელი იყო ზრეპსს გაუკეთებია 29445 ლარად.

ესეც
ჩამონათვალი თუ რისი აღდგენა იყო საჭირო.
აქაც დავაკოპირებ:
ტექნიკური პირობები
შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” კუთვნილი ”ეჟ-3M” ტიპის №5608 დაზიანებული სათაო ვაგონის აღდგენის მიზანია, ვაგონის საექსპლუატაციო მდგომარეობაში დაბრუნება. დაზიანებულ ვაგონზე ყველა ის დეტალი ან კვანძი რომელიც იცვლება ან საჭიროებს აღდგენას, უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ტიპის ვაგონის ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნებს და ნორმებს. აღდგენის შედეგად (დეტალები და კვანძები რომლებსაც შეცვლის ან აღადგენს მიმწოდებელი) მიღებულ ”ეჟ-3M” ტიპის №5608 ვაგონზე უნდა მოქმედებდეს გარანტია მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.
ვაგონზე ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა
1. უნდა შეიცვალოს მემანქანის შუბლა მეტალის კონსტრუქცია და დეკორატიული საფარი
2. უნდა შეიცვალოს საქარე მინა (დიდი და პატარა)
3. უნდა შეიცვალოს მემანქანის კაბინის მარჯვენა მხარის საყრდენი ძელები და თუნუქი.
4. უნდა შეიცვალოს მემანქანის კაბინის ინტერიერი.
5. უნდა შეიცვალოს მარჯვენა ნაკვეთურის კარის დეკორატიული საფარი.
6. უნდა შეიცვალოს სალონში გასაწევი კარებს მიმდებარე დეკორატიული საფარი და კარების ორივე ფრთა.
7. უნდა შეიცვალოს სალონში გასაწევი კარის დაკიდების კონსტრუქცია (2 კარის).
8. უნდა შეიცვალოს მემანქანის პულტის კარკასი.
9. უნდა შეიცვალოს სალონში პირველი მარჯვენა გასაწევი კარის დაკიდების კონსტრუქციის დეკორატიული საფარი.
10. უნდა შეიცვალოს I და II ურიკის ამორტიზატორის კრონშტეინები.
11. უნდა შეიცვალოს I ურიკის ტაბიკი.
12. უნდა შეკეთდეს უკანა ხედვის სარკეები.
13. უნდა შეკეთდეს მემანქანის კაბინის ორივე კარი.
14. უნდა შეკეთდეს მემანქანის კაბინის ორივე კარის ზღურბლი.
15. უნდა შეკეთდეს და ნაწილობრივ შეიცვალოს კაბინაში პნევმო და საკონდუიტო მილგაყვანილობა.
16. უნდა შეკეთდეს მემანქანის კაბინის კონტროლერის და დგომის მუხრუჭის სამაგრები.
17. უნდა შეკეთდეს სახურავის ორი სექცია (ნაწილობრივი შეცვლა)
18. უნდა შეკეთდეს ორივე ნაკვეთური კარის ჩათვლით.
19. უნდა აღდგეს კაბინის პერიმეტრზე განივი და მზიდი ძელები.
20. უნდა შეკეთდეს I ურიკის ამორტიზატორი.
21. უნდა აღდგეს ვაგონის სალონის III გასაწევ კარს და ფანჯარას შორის დეფორმირებული თუნუქის საფარი.
22. უნდა შეიღებოს ვაგონის ძარა.
23. უნდა მოხდეს ვაგონის მართვისა და ძალური წრედის შემოწმება.
This post has been edited by polaris on 27 Nov 2013, 17:03
Real SAABs don't leak. They just mark their territory.