ჩამოვედი. ბოლო 10 დღის განმავლობაში ვმგზავრობდი პარიზის მეტროთი და თქვენის ნებართვით შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.
ეს პოსტი შეიძლება რამეში გამოადგეთ საქარველოდან ჩასულ ტურისტებს, ამიტომ დასაწყისში ვეცდები მაქსიმალურად მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, მერე გადავალ უკვე მგზავრისთვის ნაკლებად და აქ მპოსტავებისთვის უფრო მეტად საინტერესო ნაწილზე.
სისტემის სახეობებიპარიზის სისტემა შედგება ორი ტიპის ხაზებისგან, M და RER. M-ს ეძახიან მეტროს.
მეტრო არის 14 ხაზი. ყველას აქვს თავისი ფერი და ნომერი 1დან 14-ს ჩათვლით
RER - 5 ხაზი. ყველას აქვს თავისი ფერი და ლათინური ანბანის სიმბოლო A დან E-ს ჩათვლით.
განსხვავება არის ის, რომ მეტრო ჩერდება ძალიან მალ-მალე. ბევრგან არის რომ ერთი სადგურიდან გვირაბში რომ გახედავ შემდეგი სადგურის ბაქანი ჩანს. დადის ცენტრალურ ზონებში და შედარებით მოკლე შემადგენლობებია (ეს მოკლე ზოგ ხაზზე თბილისისაზე ორჯერ დიდია). ზოგ ხაზზე ვაგონებია, ზოგ ხაზზე სექციები.
RER ჩერდება მხოლოდ დიდ სადგურებზე, დადის ორ სართულიანი მატარებლები და გადის გარეუბნებში, და არის ძალიან ბევრი ვაგონი.
მგზავრობის ღირებულება და გადახდის ფორმაერთჯერადი ბილეთი ღირს 1.7 ევრო. ამით იმგზავრებ მხოლოდ ერთხელ, ოღონდ გადაჯდომა სხვა ხაზებზე შეგიძლია. ბილეთი არ უნდა გადააგდო, რადგან ხაზებზე გადაჯდომისასაც უნდა გაატარო ზოგან.
1 კვირიანი ბარათი ღირს 20.4 ევრო.
ბილეთი მოქმედებს მეტროში, RER-ში, ავტობუსში, ტრამვაიში, orly-bus ში (ესაა ე.წ „გარმოჟკა“ ავტობუსი, რომელიც მიდის ორლეის აეროპორტში, მეტრო სადგურ Denfert rochereau დან)
ბარათი მოქმედებს ყოველივე ჩამოთვლილში და პლიუს ველოსიპედის აყვანა შეგიძლია მაგით.
გადახდას რაც შეეხება, ჩვეულებრივ ატარებ ტურნიკეტებში, ბარათს უბრალოდ დაადებ, ერთჯერად ბილეთს შეაცურებ და გამოვა მეორე მხრიდან უკვე თარიღ ამოტიფრული.
მაგრამ მეტროში (ასევე სხვა ტრანსპორტში) შესვლა სულაც არაა გარანტი რომ ლეგალურად იმგზავრებ. ბილეთი უნდა შეინახო მგზავრობის ბოლომდე, ბარათი კი უნდა გაატარო შესვლისას და თან უნდა იქონიო იმ ბარათის მეორე მხარე (ყიდვისას გაძლევენ). წინააღმდეგ შემთხვევაში კონტროლიორებმა შეიძლება დაგაჯარიმონ. ტურნიკეტს ახტება უამრავი ადამიანი
ერთჯერად ბილეთს ყიდულობ აპარატებში, ინგლისური მენიუც აქვს. ხურდასაც იძლევა.
ჯარიმა ზუსტად ვერ გავარკვიე რამდენია, როგორც მითხრეს არის 50 ევრო, მაგრამ ადგილზე გადახდაც შეგიძლია კონტროლიეორებისთვის და მაგ შემთხვევაში თვითონ საზღვრავს ოდენობას. მე, რადგან ტურისტი ვიყავი 5 ევროთი დამაჯარიმეს ბარათის მეორე მხარის არ ქონის გამო.
გაითვალისწინეთ, რომ:არ წაიღოთ გუგლში ნანახი და ამობეჭდილი მეტროს სქემა, რადგან სადგურები ემატება და ბოლო გაჩერებების სახელები იცვლება. ბოლო გაჩერების ცოდნა კი აუცილებელზე აუცილებელია. მიდით სალაროში და გამოართვით, უფასოა.
1 კვირიანი ბარათი მოქმედებს ორშაბათიდან ორშაბათამდე. მაგალითად რომ იყიდო ხუთშაბათს, ის ამოქმედდება ორშაბათს და მანამდე უნდა რამე სხვა საშუალება გამონახო.
მეტრო იკეტება 01:00 ზე, მაგრამ ავტობუსები 23:00 ის მერე ძალიან ცოტა დადის.
ხაზებზე გადაჯდომისას უყურეთ არამარტო ხაზის ნომერს, არამედ იმ მიმართულების ბოლო სადგურს, საითაც გინდათ წასვლა. ანუ უნდა იცოდეთ რომელ ხაზზე მიდიხარ და რომელი სადგურისკენ (ბოლო სადგური).
სადაც დაინახავთ რომ ბაქანზე ბოლო გაჩერების სახელი წერია არა სტაციონალურ აბრაზე, არამედ ციფრულ მონიტორზე, ეს ნიშნავს რომ იმ ბაქანზე სხვადასხვა მიმართულების მატარებელი გამოლვლის და მაშინ ჩაჯექით, როცა თქვენი მიმართულების ბოლო გაჩერება დაიწერება. ეს იმიტომაა რომ ზოგან ბოლოში ორად იტოტება ხაზი.
დაიმახსოვრეთ ჯადოსნური სიტყვა „სოღთი“, ყველგან წერია sortie. ეგაა გასასვლელი, ნუ გექნებათ ილუზია რომ სადმე Exit ეწერება, ყველაფერი ფრანგულად წერია. ეგ სიტყვა თუ არი იცი, შეიძლება იმდენი იბოდიალო რომ ქუჩაში გასასვლელი ვერ იპოვნო და ან წრეები არტყა, ან სხვა ხაზებზე აღმოჩნდე. განსაკუთრებით ისეთ დიდ სადგურებზე, როგორიცაა Chatlet, Gare D’Nord და ა.შ. მარტო სადგური შატლე არის თბილისის მეტროს მთლიან სისტემაზე დიდი
საჭირო სადგურები, სადაც ტურისტი უნდა ამოვიდეს. -ტრიუმფალური თაღი - Charles de Gaulle – Étoile (RER, M)
-შანს ელისე (ელისეს მინდვრები) Charles de Gaulle – Étoile, George V, Champs-Élysées – Clemenceau. (M)
-კონკორდის მოედანი, ეშმაკის ბორბალი Concorde. (M)
-ეიფელის კოშკი ზედ ასასვლელად. Champ de Mars-Tour Eiffel (RER)
-ეიფელის კოშკი, სურათის გადასაღებად, საუკეთესო ხედი - Trocadero (RER, M)
-ნოტერდამი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - cite (M)
-ოპერა, სავაჭრო ცენტრი "გალერი ლა ფაიეტი", -opera.
-ლუვრი - Louvre Rivoli, ან Pyramides (იმენა ლუვრის სადგური დაკეტილია, ამიტომ აქ უნდა ჩამოხვიდეთ. )
-ვერსალის სასახლე. აქ უნდა გაყვეთ RER -ს C ხაზს. ოღონდ ეგ C ხაზი იტოტება და იმ მატარებელს უნდა დაელოდოთ რომელსაც ეწერება
-პომპიდეუ (თანამედროვეობის გალერეა) - Rambuteau. (M)
-თანამედროვე პარიზი - La Defence (RER, M)
-მულენ რუჟი - Blanche (M)
- მონმარტი - Anvers. (M)
- თავისუფლების ქანდაკება - Charles Michels (M)
მატარებლებიმატერებელი, როგორ იცინი უწოდებენ "თღენ" არის სხვადასხვანაირი. ყველა არის ალსტომი და ყველა ვაგონში წერია გამოჩვების წელი.
RER ზე დადის ორ სართულიანები, ვაგონებია და არა სექციები. ახლები უკვე მწვანეებია, ეს ძველია.

მეტროს 1 ხაზი ყველაზე დონეა. ეგ ხაზი გაივლის ლა დეფენსეს, შანს ელისეს, კონკორდს, ლუვრს და ა.შ.
დადის მემანქანის გარეშე. სექციებიანია, პაკრიშკებზე დგას და ახალ ფერებში (თეთრი-მწვანით). რადგან მემანქანე არაა ბაქანი ჩაკეტილია და მაშინ იღება როცა მატარებელი შემოვა, რომ ვინმე არ ჩავარდეს.
შეგიძლიათ დადგეთ/დაჯდეთ ვაგონის დასაწყისში, "ლაბავობისთან" და უყუროთ გვირაბს

2, 4 ხაზებზე დადის იგივენაირი მატარებლები, ალსტომი 1999 მოდელი, ოღონდ მემანქანიანი. ეგეც სექციებითაა და ეგეც საბურავებზეა.
აქ შეიძლება პოლარისი გამიბრაზდეს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა პაკრიშკებზე მდგარი მატარებელში ჯდომა.
თუმცა ამავე მიზეზის გამო ძალიან უშნოა. სადგურის სახელს აცხადებს ორჯერ, გაჩერებამდე და გაჩერების მერე. ოღონდ გამიკვირდა ის, რომ სხვადასხვა ხმით აცხადებს. რატო ჩაწერეს ორჯერ ერთიდაიგივე სადგურის სახელი არ ვიცი.

7, 12, 10 ხაზებზე შედარებით ძველი თღეინებია, ვაგონებია ჩაბმული ერთმანეთზე, პაკრიშკებზე არ დგას, კარები არ იღება ავტობატურად, იღება ღიკალს თუ დააჭერ. გაჩერებებს არ აცხადებს.
რელსებზე გადამების ხმა იშვიათად ისმის, მაგრამ მაინც პაკრიშკებიანი ჯობია.
გაგრძელება იქნება... This post has been edited by Fabian on 19 Jan 2014, 20:37