#38594643 · 2 Nov 2013, 18:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
+ები: -ქალქი განიტვირთება -გამოთავისუფლებული მიწის საბაზრო ფასად გაყიდვით ქალაქის ბიუჯეტში დიდძალი თანხა შევა -უამრავი ახალი იფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალება იქნება -რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობაზე ბევრი კვალიფიციური (და ნაკლებკვალიფიციური) ქართველი დასაქმდება, დააპაშოლებენ რა მიშას მიერ მოხვეტილ უზკაგლაზებს.
-ები: -რკინიგზით მგზავრობა გართულდება თბილისის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის -უსერიოზულესი ეკოლოგიური საფრთხე ჩნდება თბილისის წყალსაცავისთვის: ნავთობით დატვირთული თუნდაც ერთი ვაგონის ოდნავ სერიოზული დაზიანება კვირიკესხევის მონაკვეთზე და - მოგჭამა ჭირი თბილისის ზღვამ... -ახალი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა ძვირი დაჯდება, თუ სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, ხოლო თუ მეწარმეებს გადააბარა - პრაქტიკულად უფასოდ მოუწევს მიწების ინვესტორებისთვის მიცემა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთი ინვესტორი, უბრალოდ, ხელს არ მოჰკიდებს მაგ საქმეს. ხოლო მიწის ფონდის განიავება - ცუდზე ცუდია, აი ლამის ყველაზე ცუდი, რაც კი საერთოდ შეიძლება დაჰმართოს ჩვენმა თაობამ ჩვენს ქვეყანას.
ჩემი პირადი აზრით, ის რაც მინუსებში მეორე ნომრად მიწერია - ეკოლოგიური საფრთხის მნიშვნელოვანი გაზრდა - ეგ საერთოდ ყველაზე ცუდი რამეა, რაც შეიძლება ქვეყანას დავმართოთ.
მოკლედ, ძალიან ფაქიზად უნდა ყველაფერს მისხალ-მისხალ აწონ-დაწონვა. ჰაიჰარად არც "ხო"-ა სათქმელი, არც "არა". როგორც მინიმუმ - ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ სათანადო კვლევები ვიდრე არ ჩატარდება და დასკვნები ვიდრე არ დაიდება, არ ვურჩევ მთავრობას გადაწყვეტილების მიღებას.
შევიცადოთ რაოდენსამე ხანს (თვეები, მაქსიმუმ წელიწადი), გამოვიკვლიოთ ყველაფერი კარგად და მერეღა გადავწყვიტოთ - ასე აჯობებს.
--------------------
დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება არის განდონი - იხმარ ერთჯერადად და უნდა გადააგდო, სუ რო გასიამოვნოს - მაინც... (c) მე
|