სექტემბრიდან თბილისში ”ღამის ავტობუსი” ივლის თბილისის მოსახლეობა გვიან ღამით ქუჩებში უტრანსპორტობით შეწუხებულია.
როგორც დედაქალაქის მერიასა და ”თბილისის მიკროვტობუსში” აცხადებენ, ქალაქში მიკროავტობუსების ღამის რეისების დამატება
არ იგეგემება, თუმცა, ყველაფერი მაინც მგზავრების ნაკადზეა დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ, კონკრეტულ მარშრუტზე საათების
დამატებას მოითხოვს, ამ საკითხს კომპანია აუცილებლად განიხილავს.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თქმით კი, ე.წ. ”ღამის მარშრუტების” ამუშავება სხვადასხვა მიმართულებით სექტემბრის თვიდან
იქნება შესაძლებელი.
ღამის საათებში ტრანსპორტის პრობლემებზე გაზეთი ”რეზონანსი” თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსს, აკაკი ჯოხაძეს ესაუბრა.
”ავრტობუსების განრიგი გვაქვს შემუშავებული, არსებული რესურსით ამ და ასევე იმ მოთხოვნებით, რაც მოსახლეობას აქვს. საღამოს 11 საათზე, გარდა
სოფლის მარშრუტებისა, ყველა ბოლო გაჩერებიდან ავტობუსი გამოდის, ანუ კეთდება ე.წ. საგარანტიო გასვლები.
გარდა ამისა, იყო სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის მოთხოვნა და ამიტომ ამ ეტაპზე ვამუშავებთ რამდენიმე მარშრუტს. ანუ გვინდა,
როგორც ევროპაშია, ასე იყოს და ”ღამის მარშრუტმა” იფუნქციონიროს. როცა ძირითადი ავტობუსები ჩერდება , ”ღამის ავტობუსი” მუშაობას მაშინ იწყებს.
ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას, კონკრეტულად რომელ რაიონზეა უფრო მეტი მოთხოვნა, შესაბამისად, ისე დავაყენებთ შემდეგ ავტობუსებს.
კვლევა ამ თვის ბოლოს უნდა დამთავრდეს და რეალურად უკვე გამზადებული იქნება რამდენიმე მარშუტი.
ამის შემდეგ ხარჯთაღრიცხვა მოხდება და შემდეგ უკვე სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება, რომ ქალაქში სპეციალური ე.წ ღამის მარშრუტები დაინიშნოს.
ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ პიკის საათებში მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით უკვე გეგმაც გვაქვს, თუ კონკრეტულად რომელ
მარშრუტებზე, რა რაოდენობის ავტობუსებია დასამატებელი.
დღეის მდგომარეობით ავტობუსების სიმწირიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. თუმცა, შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ,
რომ პიკის საათებში ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ნორმალური გადაადგილების საშუალება მივცეთ”,- განაცხადა ჯოხაძემ.
”მთელი კვირა” შპს ”სატრანსპორტო კომპანიის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ თამაზ რობაქიძეს ესაუბრა. მისი თქმით,
ავტობუსების განრიგი, მგზავრთა ნაკადზეა დამოკიდებული.
”ქალაქში ავტობუსების განრიგი ინდივიდუალურია. ზოგი მარშრუტით მოძრავი ავტობუსი მუშაობას უფრო ადრე ამთავრებს, ზოგი - უფრო გვიან.
ეს დამოკიდებულია მგზავრთა ნაკადზე. ამ ეტაპზე ღამის ავტობუსების მოძრაობა დაგეგმილი არაა, ჩვენი კომპანია მარშრუტების მოძრაობის სქემაში ჩართულია.
თუმცა, სატრანსპორტო პოლიტიკას ჩვენ არ განვსაზღვრავთ.
კონკრეტული ცვლილება დაგეგმილი არ გვაქვს, რადგან ეს ყოველივე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენი კომპანია სახელმწიფო დოტაციაზეა და შესაბამისად,
დამატებითი ავტობუსების დაყენება ხარჯებთანაა დაკავშირებული,”- განაცხადა რობაქიძემ.
source: გაზეთი ”რეზონანსი”
http://www.bpn.ge/ekonomika/4221-seqtembri...html?lang=ka-GE