ეტროში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედრის ამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება
14:06 04-10-2014
მეტროში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედრის ამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება ჯერჯერობით ვერ ხერხდება "300 არაგველის" მეტროდან მამაკაცის ცხედრის გამოყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, მაშველები სპეციალური ტექნიკით ცდილობენ , მატარებლის რელსებიდან გადაწევას, რადგან ცხედარი მატარებლის ქვეშ არის მოყოლილი.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ლიანდაგებიდან გარდაცვლილის ამოყვანის შემდეგ, ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. მისი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.
"ყველა სამსახური ადგილზეა მობილიზებული, რა გარემოებებში და როგორ მოხდა შემთხვევა, ჯერჯერობით ამის თქმა შეუძლებელია. ყველა დეტალი გაირკვევა და დაზუსტდება", - განაცხადა თემურ გიორგაძემ.
ამასთან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმ მაია ზოიძის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცის ზუსტი ასაკის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
"გვამი იმდენად დასახიჩრებულია, რომ ასაკის დადგენა შეუძლებელია", - განაცხადა მაია ზოიძემ.
მისივე განცხადებით, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება მემანქანე, რომელიც მეტროს მატარებელს მართავდა. მისივე განცხადებით, მემანქანეს უკვე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...kherkhdeba.htmlმეტროსადგურ "ვაგზლის მოედნიდან" "ვარკეთილამდე" მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია
14:27 04-10-2014
მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნიდან" "ვარკეთილამდე" მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია მეტროსადგურში "300 არაგველები" მამაკაცის ჩავარდნის გამო, "ვაგზლის მოედნიდან" "ვარკეთილამდე" მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრასპორტო კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნუცა ხიდირბეგიშვილმა განუცხადა, მეტროსადგურში "300 არაგველები" 50 წლამდე მამაკაცის ჩავარდის გამო, "ვაგზლის მოედნიდან" "ვარკეთილამდე" მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
მისივე ინფორმაციით, ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ "ვაგზლის მოედნიდან" "ახმეტელის" სადგურის მიმართულებით მატარებლები, ასევე მუშაობს საბურთალოს ხაზიც.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. მეტროში მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში სავარაუდოდ, ორ საათში აღდგება. მიცვალებული ჯერ მეტროდან ამოსვენებული არ არის.
მეტროსადგურში " 300 არაგველი" მომხდარი შემთხვევის გამო, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...cherebulia.html This post has been edited by Kublicha on 4 Oct 2014, 14:59