ხო, ეს სტატია ვნახე
http://commersant.ge/?m=5&news_id=17477&cat_id=5მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ პროექტზე ხელახალი ტენდერი გამოცხადებულია,
თუმცა, არცერთ კომპანიას ამ დრომდე ინტერესი არ გამოუხატავს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი წელს უკვე მეორედ 14 ნოემბერს გამოცხადდა. ინტერესთა გამოხატვისთვის
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანიებს ვადა 23 იანვრამდე აქვთ.
მუნიციპალური განვითარების ფონდში აღნიშნავენ, რომ განცხადებების მიღებას იანვრის თვეში ელოდებიან, რადგანაც
ტენდერის პირობები საკმაოდ მნიშვნელოვან წინამოსამზადებელ პერიოდს გულისხმობს და კომპანიებს ამისთვის ვადა ეძლევათ.
კითხვაზე, რატომ ჩაიშალა პირველი ტენდერი, რომელიც ზაფხულში იყო გამოცხადებული, უწყებაში აცხადებენ, რომ მასში
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანიებმა არ მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და სატენდერო პირობებსაც ნაწილობრივ ის ადგენს.
„ტარდება საერთაშორისო ტენდერი და არის შესაბამისი მოთხოვნები, რომ კომპანიას ანალოგიური პროექტი, მეტროს მშენებლობა,
უნდა ჰქონდეს განხორციელებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში... ამ და სხვა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ ის
კომპანიები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტენდერში. პირველ ტენდერში ორი კომპანია იყო მონაწილე, შესაბამისად,
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა“,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
მათივე ინფორმაციით, ტენდერის ღირებულებაზე ინფორმაცია არ არის მითითებული, რადგანაც ფონდს სურს, რომ
კომპანიებისთვის საორიენტაციო იყოს არა ფასი, არამედ ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
მას შემდეგ, რაც პროექტზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდება, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და აზიის განვითარების
ბანკს გადაწყვეტილების მისაღებად 2 თვე აქვთ. კონტრაქტის განხორიციელების პერიოდი 21 თვეა.
ტენდერის პირობების მიხედვით, საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა ჩატარდება ADB-ს ერთეტაპიანი, ორკონვერტიანი
პროცედურის შესაბამისად, და სატენდერო დოკუმენტაცის თანახმად, ღია ყველა იმ მონაწილესათვის, რომელიც წარმოდგენილია
აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.