[QUOTE=polaris,15 Sep 2014, 13:48 ] თბილისის მეტროს არ ეხება, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ოფტოპიკი:
წარმოიდგენდით მეტროს ვაგონების გაზზე გადაყვანას? თუ ეს ხუმრობა გგონიათ, გადადით შემდეგ ლინკზე:
http://transphoto.ru/photo/397757/ მოკლედ ჩეხეთში ქალაქ Pec pod Sněžkou და Svoboda nad Úpou-ს შორის მუშაობენ LRT ხაზის პროექტზე, რომლის ნაწილი გვირაბებში გაივლის და მასზე იმუშავებენ პრაღაში ჩამოწერილი ნომერულები, რომლებიც გაივლიან მოდერნიზაციას ქალაქ ოსტრავაში და მათზე დამონტაჟდება CNG-ზე მომუშავე ძრავები. იმედია ამ ინფოს თბილისის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციაში ვერ გაიგებენ, თორემ რა ვიცი...

ოსტრავაში მოდერნიზაციისთვის წაყვანილი ვაგონის ეს ფოტო კი ძალიან მომწონს, მასზე სამი სალიანდაგო სტიქიის გადაკვეთაა: სარკინიგზო ლოკომოტივს მიჰყავს მეტროს ვაგონი ტრავაის რელსებზე


ერთხელ უნდა მოვაწყოთ ექსპედიცია ჩეხეთში და თუ სადმე რკინიგზაა ყველაფერი ვნახოთ
This post has been edited by Fabian on 24 Sep 2014, 10:12