ეგ ორივე სურათი ორმხრივ გზაზეა გადაღებული. ცალხრივიც, რომ იყოს, მარჯენა გვერდულიდან ჩაკხევება რას ნიშნავს, უფრო ჭკვიანები არიან თუ უფრო კაი ტიპები, ვიდრე თავის ზოლში მდრომები?
პირველი სურათი ავტობუსიდან ან ტრაილერიდან გადაღებულს გაქვს, ჯვარი რომ არ ეკიდოს ვიფიქრებდი თურქიათქო. საღოლ მაგის მოთმინებას, მე რომ ვიყო მივაჭტლიტავდი მარჯვენებსაც და მარცხენებსაც.
ან სახანძრო მოდის იქნება შემხვედრიდან, ან სასწრაფო, ან რითი ხართ იმათზე უკეთესები ვინც რიგში დგას?
"არაფერი ჩვენ არ გვეშველებას" ძახილით ვერსად ვერ წავალთ, ეგრე ვიქნებით სულ, საჭიროა მკაცრი დისციპლინარული ზომები.
ხო იყო ფაქტი, როცა ვიდეო-ფოტო მტკიცებულებების საფუძველზე გატარდა სადამსჯელო ღონისძიებები, ბურჯანაძის აქტივისტებმა მანქანებით რომ გზა გადაკეტეს, რამდენიმე დღეში მიადგათ სახლში პატრული ევაკუატორებით და ჩამოართვეს მანქანები და მართვის მოწმობები.
ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსი, 125-6-1 მუხლი:
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან
ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა
დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით. (
ბატონო ცინარიძე აჰა ფაქტი და მიხედეთ
თავისით ვერ მიხვდება ეს ხალხი მაგას. უნდა მიახვედროთ.
არადა თვითონ რომ მოდიოდნენ და შემხვედრზე ვინმე ეგეთი შეხვდეს, ააწიოკებენ.
თუმცა მაინც არაფერი გვეშველება. იმიტომ კი არა, რომ წესრიგის დამყარება შეუძლებელია, იმიტომ რომ არავინ დააფასებს მაგ წესრიგს.