დონეცკში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო უკრაინული კომპანია საქართველოში გზის მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში უკრაინული კომპანია „ალტკომის“ ტექნიკის ტრანსპორტირება შეფერხდა.
აღნიშნული კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობას ახორციელებს, თუმცა მისი წარმომადგენლის ანტონ კრამანენკოს განცხადებით, უკრაინაში ახლა ძალიან რთული ვითარებაა, რის გამოც მათი ტექნიკის დიდი ნაწილი (საავტომობილო პარკი, სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, ლაბორატორიული დანადგარები და ა.შ.) დონეცკში დარჩა, სადაც კომპანიაა ბაზირებული.
კრამანენკოს განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.
„ალტკომი“ უკრაინული საფინანსო–ინდუსტრიული ჯგუფია, რომლის შვილობილმა კომპანია „საგზაო მშენებლობა ალტკომმა“ შარშან სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა
მიმდინარე წლის მარტში უნდა დაწყებულიყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდება.
ანტონ კრამანენკო commersant.ge–სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მომზადება და ბეტონის ქარხნის განთავსება, ასევე ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის თავმოყრა. „საგზაო მშენებლობა–ალტკომისთვის“ ეს საქართველოში პირველი სამშენებლო პროექტია, ევროპის საინვესტიციო ბანკთან კი კომპანიას ადრეც უთანამშრომლია.
როგორც კრამანენკო განმარტავს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჩატარებული ტენდერების შემთხვევაში, აღნიშნული გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერიც გამჭვირვალობით გამოირჩეოდა და იყო მკაცრი მოთხოვნები – უკვე განხორციელებული პროექტები, ტექნიკის საკუთარი პარკისა და კვალიფიციური პერსონალის ფლობა.
„ალტკომი“ მსხვილი უკრაინული ფინანსურ-ინდუსტრიული ჯგუფია, რომლის წარმომადგენლებმაც ანაკლიაში გამართულ ბიზნეს–ფორუმზე განაცხადეს, რომ განმუხურში 100 ჰექტარ მიწის ფართობზე იტალიურ-ესპანური სტილის სასტუმროების კვარტალის პროექტზე მუშაობენ.
„ალტკომი“ ბალნეოლოგიური კურორტის კონცეფციის წარდგენას ივლისის ბოლოს გეგმავს. თუმცა ჯერჯერობით პროექტის დეტალები უცნობია.
http://commersant.ge/?menuid=11&id=12236&lang=1E60-ს არ ეხება, მაგრამ მაინც იდოს
This post has been edited by SwaT-2011 on 12 Jun 2014, 14:28
ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია. - ფორუმის წესები 1.3 პუნქტი ©