ღმერთმა დაგვიფაროს ეს მთელი ერის სახე იყოს, მაგრამ მე ვლაპარაკობ
პოზიციიდან:
"თუ შოთა რუსთაველი ჩვენი სიამაყეა ესეც ჩვენი სირცხვილია"
სამწუხაროდ.
გეთნახმებით, ასეთი ბრბოსათვის წლებია საჭირო და უმკაცრესი კანონები,
რომ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.
დღეს ერთი ქალბატონი მოყვა შემთხვევას : გლდანში 18-20 წლის ახალგაზრდებმა ხიდან დიდი წვალებით
გადმოადგეს კნუტი, რომელსაც თავიანთი (ერთ-ერთის) ძაღლი მიუქსიეს. იმ ძაღლმა
ის კნუტი ნაფლეთებად აქცია, ეს მანიაკები სიცილით და სიამაყით უყურებდნენ ყოველივეს,
ხოლო ქალბატონის ხვეწნას ,.მუდარას, კივილს , ჩხუბს არაფრად არ აგდებდნენ. სამწუხაროდ
ახლოს არც არავინ ყოფილა.
აი, ამ ბრბოს ნეტა მშობლები ყავს? ან ოჯახში გაიზარდნენ? და ხომ იმსახურებენ უმკაცრეს სასჯელს.
იმ ქალბატონმა ვერც პოლოციაში დარეკა შიშით, რომ მასაც არ დაინდობდნენ. მით უმეტეს პრობლემა არ ყოფილა
გაგება თუ ვინ დარეკა პოლიციაში.
ძალიან ნეგატიური და არასასიამოვნოა ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენს ირგვლივ ხდება.
და როგორ გინდა ეს ყველაფერი მშვიდად მოისმინო და გაატარო?
მაპატიეთ . ბედნიერ დღეს გისურვებთ