თბილმერიამ მორიგი მზეობის ნებართვა გასცა, ამ ჯერად საკრებულოს უკან


თბილისში, გ. ტაბიძის ქუჩაზე, N4-ში 7-სართულიანი სასტუმრო შენდება. ტერიტორიის მფლობელი შპს. “იბეროტელია”.
მერიის არქიტექტურის სამსახურში "ლიბერალს" უთხრეს, რომ 2015 წლის 16 ივლისს თბილისის არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი, რომლითაც ტაბიძის #4 -ში შ.პ.ს. "იბეროტელი"–ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვას ითხოვდნენ.
საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საკითხს მიეცა დადებითი შეფასება.
2015 წლის 8 სექტემბერს შეთანხმდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. პროექტის მიხედვით სასტუმრო 7 სართულიანია.
როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტების თანახმად, შენობის პარამეტრები შემდეგია:
შენობის K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ): 4900.9
შენობის მაქსიმალური მალის სიგრძე (მ): 6.4
შენობის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ზემოთ (მ): 26.75
შენობის ჩაღრმავება მიწის ზედაპირიდან ქვემოთ (მ): 5.75
შენობის საძირკვლის ტიპები: კომბინირებული
გადაადგილების მექანიკური საშუალებები: ლიფტი
განაშენიანების ფართობი 634.4 კვ მეტრი
საერთო ფართობი: 4149.3 კვ.მ
საოფისე ფართობი 1943.8 კვ.მ
საზაფხულო ფართობი 50.8 კვ.მ
დამხმარე ფართობი 1148.6 კვ.მ
სამშენებლო მოცულობა 19968 კვ,მ
ლიბერალი