ZEUSრომელიმე მათგანს ჰქონდა შეხება პროექტთან? მასე მეც მყავს წყაროები (ძირითადად არქიტექტორები, რომლებიც იშვიათად ერკვევიან კონსტრუქციებში) რომლებიც მიმტკიცებენ რომ სეისმურ რეგიონებში საერთოდ არ შეიძლება მაღლივის მშენებლობა (საწყალი კალიფორნია და იაპონია სულ 2-3 სართულან ხრუშოვკებში ცხოვრობენ).
მე როგორც ვიცი მაგ კორპუსის ინეტრიერსაც დაიწყევბენ ცოტა ხანში, ზედა სართულებზე უკვე დაიწყეს პარაპეტის დასხმა. ბეტონის მარკა რომც არ დამჯდარიყო, საკმარისი მარაგი აქ ბეტონს რომ თუნდაც 20-30% დაკლების შემთხვევაში დიაფრაგმამ აიტანოს წონა, მანდ ბირთვში კი დიაფრაგმებია, რომელსაც საკმაოდ დიდი სიხისტე აქ განსაკუთრებით ვერტიკალურ დატვირთვაზე. ასე რომ მე უფრო მაგ პროექტის ავტორის ან მინიმუმ შემსრულებელის კომენტარს ველოდები.
შეიძლება რამე უჭირს მართლაც, მაგრამ ცუდი როცა ხდება, მინდა მაქსიმალურად ჩახედული ადამიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვენდო.
რაც შეეხება კლდეს, მაგას საკმაოდ ღრმა საძირკველი აქ და საძირკლვად ფილა, კლდე თუნდაც ყველაზე გამოფიტული 40-80 კგ/სმ2 დატვირთვას იტანს, მაგ ფორმის და წონის შენობა გრუნტზე ავითარებს მაქსიმუმ 4-5 კილოგრამს (საძირკვლის ფილის შემთხვევაში როცა ხდება დატვირთვის გადანაწილება) ჰა 10 იყოს (რაც ძირითად წერტილოვანი საძირკვლის შემთხვევაშია), ასეთ წვევას ~20-30 მეტრი მიწის მასა ავითარებს იგივე კლდეზე, რასაც ძირითადად თბილიში არსებული კლდეები იტანენ და არ ვარდებიან საკუთარი წონით. ასე რომ კლდის პრობლემა ნაკლებად უნდა იყოს ჩემი აზრით. რაც შეეხება ნაპრალებს, პლასტების დახრა სიღრმეშია და თუა ნაპრალი ეგ თავიდანვე გამოჩნდებოდა და შეავსებდნენ. ახალი კი მცირე წნევის გამო არ გაჩნდებოდა. გარედან რომ კლდე ვარდება ეგ გამოფიტვის ბრალია და შენობა გაცილებით ღრმად ჩადის რომ კდლის წვერზე გავლენა არ იქონიოს (1 კგ/სმ2=10 ტ/მ2 შედარებისთვის).
ბეტონის მარკა რამდენი დააკდლა მანდ B35 თუ B40 ბეტონია (450-500 მარკა) რამდენი დააკდა ნეტა რომ ვერტიკალური ელემენტის დაზიანების ალბათობაა? თან დაბალ სართულზე, სადაც ბეტონის აქაჩვა ადვილია.
შეიძლება მე ვცდები და ამრთლაც რამე ჭირს, უბრალოდ ოპტიმისტურად ვუყურებ საქმეს