m2 ოპტიმა ისანი
დეველოპერული კომპანია m2 წარმოგიდგენთ პროდუქტების ახალ ხაზს ოპტიმა და გთავაზობთ პირველ, ენერგოეფექტურ პროექტს
ოპტიმა ისანი.
/
ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, თქვენ იძენთ თქვენთვის საჭირო ზომის ბინას ნაკლებ ფასად.
გარემონტებული ბინის შეძენით კი, თქვენ ზოგავთ დროს, ფულს და ენერგიას.
/
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, ისანში, მოსკოვის გამზ. 14ა -ში განთავსდება.
/
მდებარეობის მთავარი უპირატესობებია:
• სიახლოვე ქალაქის ძირითად სატრანსპორტო ხაზებთან
• სიახლოვე ქალაქის ცენტრთან
• საცობებისგან თავისუფალი მოძრაობა, შესაბამისად, უკეთესი ეკოლოგიური გარემო
• კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა
/
სხვადასხვა ობიექტებამდე მისასვლელად საჭირო დრო (ტრანსპორტით მოძრაობის შემთხვევაში):
თავისუფლების მოედნამდე - 10 წუთი
მეტრო სამგორამდე - 3 წუთი
მეტრო ვარკეთილამდე - 3 წუთი
ნავთლუღის ავტოსადგურამდე - 5 წუთი
კახეთის გზატკეცილამდე -2 წუთი
/
კომპლექსი 5.237 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება. 2 დამოუკიდებლად მდგომი კორპუსი 238 ბინას მოიცავს.
პირველი კორპუსი 20-სართულიანია, ხოლო მეორე 10-სართულიანი. ქუჩის მხრიდან კომერციული ფართები განთავსდება.
/
პროექტის უპირატესობები:
.
23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა და ენერგოეფექტური განათება
უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების 23%-მდე დანაზოგს
კეთილმოწყობილი, მყუდრო ეზო - საბავშვო და სპორტული მოედნებით და ავტოსადგომებით
კომპლექსის მოვლის მომსახურება:
• 24-საათიანი დაცვა
• სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავება
• გამწვანების მოვლა
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარები ჰოლებში.
/
სარემონტო მასალები და ინტერიერის დიზაინი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალებიდან.
.
მშენებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგში და რისკები გადაზღვეულია ACE European Group-ში.
.
კომპლექსი ბარდება დასრულებული რემონტით 2016 წლის ივლისში









