http://commersant.ge/?m=5&news_id=23813&cat_id=11ბათუმის რკინიგზის სადგური პირველ სამგზავრო მატარებელს რამდენიმე დღეში მიიღებს.
ზღვისპირა ქალაქის რკინიგზის სადგურში სატესტო მატარებელი შევიდა და ტექნიკური დეტალებიც დაზუსტდა.
მათივე ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი რამდენიმე დღეში განხორციელდება.
უცვლელი იქნება ბილეთების ფასები და მგზავრებს ბათუმში ჩასასვლელად იგივე თანხის გადახდა მოუწევთ, რაც მახინჯაურამდე უწევდათ.
ანუ, ათი თვის განმავლობაში, პირველი კლასის მატარებლით მგზავრობის საფასური 25, მეორე კლასით კი 18 ლარია.
რკინიგზის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს დაკლებული ფასია, მგზავრობის რეალური ღირებულება კი ყველაზე მოთხოვნად,
ზაფხულის ორ თვეს შესაბამისი კლასების მიხედვით, 40 და 23 ლარია.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რკინიგზის სადგური მგზავრთნაკადს სრულად დააკმაყოფილებს, და რაც იქნება მოთხოვნა,
მგზავრებისთვის მომსახურების გაწევას, სრულად შეძლებს.
„ესაა სრულიად ახალი თანამედროვე რკინიგზის სადგური რომელიც ბათუმში იქნება და წარსულს ჩაბარდება ის დრო როდესაც მგზავრები
ბათუმამდე მატარებლით ვერ ჩადიოდნენ" - განუცხადა „კომერსანტს" რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ.
ბათუმის რკინიგზის სადგური „ბათუმი ცენტრალში", თამარის დასახლებაში მდებარეობს. რკინიგზის სადგურის გარდა, მასში სავაჭრო ობიექტები
და გასართობი ცენტრებიც გაიხსნება.
შენობა კომპანია „ბათუმი ცენტრალმა" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პირობიანი აუქციონის წესით შეიძინა. ობიექტზე,
რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, ახალმა მფლობელმა 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.