საქართველოს რკინიგზა SAP-ის პროგრამის დანერგვას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ძველ თბილისში" გაიმართა და მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე, ფინანსური დირექტორი, ირაკლი ტიტვინიძე და კომპანია Soft-Rating Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ჟურნალისტებს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა, SAP-ის დანერგვა "საქართველოს რკინიგზას" აღრიცხვიანობის გამჭვირვალობისა და დაგეგმვის ხარისხის ამაღლებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ "საქართველოს რკინიგზისათვის" SAP-ის პროგრამული უზრუნველყოფა ფასდაკლებით განხორციელდება.
"SAP-ის პროგრამული გადაწყვეტილებები გლობალურ სისტემას წარმოადგენს. ის არის მსოფლიო ლიდერი ინფორმაციული ტექნოლოგიის წარმოებაში. SAP მსხვილ საწარმოებში საწარმოო პროცესების უკეთ მართვისა და დაგეგმისათვის, ასევე რესურსების განაწილების და კადრების უკეთესი მომსახურებისთვის გამოიყენება. "საქართველოს რკინიგზა" აღმოსავლეთ ევროპაში პირველი კომპანიაა, რომელიც SAP-ის უახლეს გადაწყვეტილებას დანერგავს.
ჩვენ გაგვიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ SAP-მა 70 პროცენტიანი ფასდათმობით შემოგვთავაზა თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია. ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფაში მილიონი ევრო გადავიხადეთ, მისი დანერგვა დაგვიჯდება 2 მილიონი დოლარის ფარგლებში.
პროგრამის დანერგვიდან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს რაც გამოიხატება საოპერაციო ხარჯების შემცირებაში, ასევე მარაგების შემცირებასა და საკადრო რესურსების ზრდა-განვითარებაში. ასევე შემცირდება მოძრავი შემადგენლობის რემონტის ხარჯები დაახლოებით 18 პროცენტით", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
http://commersant.ge/?m=5&news_id=28291&cat_id=7