ოპა განგნამ სტაილ
http://commersant.ge/?m=5&news_id=30916&cat_id=11„ვაგონმშენებელი კომპანიის“ ახალი პერსპექტივები – მთავრობის ინიციატივა ადგილობრივი წარმოების წახალისებაზეცოტა ხნის წინ „საქართველოს რკინიგზამ“ გააკეთა განაცხადი ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რაც გულისხმობს 45 ერთეული ელმავლის შესყიდვას. ამ მასშტაბური პროექტის ეროვნულ მნიშვნელოვნებას ერთი-ორად ზრდის ის ფაქტი, რომ მოთხოვნის შესაბამისად, წარმოების 50% საქართველოში უნდა გახორციელდეს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის უდიდეს ეკომომიკურ პროექტში მონაწილეობა თითოეული კომპანიისთვის პრესტიჟთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის საკითხია.
„ვაგონმშენებელი კომპანია“ უკვე დიდი ხანია წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებით, რაც სულ ახლახან საერთაშორისო აღიარებითაც დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 9-13 სექტემბერს ჩინეთში სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში დალიანის ლოკომოტივის ქარხანასა და საქართველოს ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ასინქრონული ელმავლის მშენებლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული შეთანხმების შემდეგ „ვაგონმშენებელ კომპანიაში“ ამ პროექტზე მუშაობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, რათა მემორანდუმის ფარგლებში არსებული მოთხოვნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დაუმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით დაკმაყოფილდეს.
ამჟამად, ვაგონმშენებელი კომპანია მზადაა წარმოების 50% საქართველოში გადმოიტანოს, რაც თავისთავად ქვეყნისთვის მრავალი სარგებლის მოტანას გულისხმობს: საქართველოში იფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების მქონე ქარხანა, რომელიც სატენდერო თანხის დიდ ნაწილს კვლავ საქართველოში დატოვებს. ამგვარად, „ვაგონმშენებელი კომპანია“ დადებითად და მზადყოფნით ეხმაურება მთავრობის ინიციაციას, რომ თანხები მაქსიმალურად ქვეყანას, კონკრეტულად, კი ეროვნულ წარმოებას მოხმარდეს. აღნიშნული პროექტი დადებითად აისახება ქვეყნის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - დასაქმების პრობლემაზე. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ვაგონმშენებელ კომპანიაშიდამატებით დასაქმდება დაახლოებით 1200 ადამიანი. გარდა ამისა, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, კიდევ ერთხელ ხმამაღლა აღიაროს თავისი უპირატესობა სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის მშენებლობაში, რადგან მოგეხსენებათ, რომ ამგვარი წარმოების შესაძლებლობა დსთ-ს ქვეყნებში მხოლოდ რუსეთს აქვს; აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება კომპანიის წვლილი ექსპორტის საკითხში. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან წარმოებული ასინქრონული ელმავლები, ზოგადად თანამდეროვე სიტყვაა ამ მიმართულებით. ამასთან ერთად, ამ პროექტის გახორციელება საქართველოს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ ძალებით, მნიშვნელოვანია თავად კომპანიისთვის, მასში მომუშავე თითოეული ადამიანისთვის, პროფესიონალებისთვის. ეს არის უდიდესი გამოწვევა ასწლიანი ისტორიის მქონე ქარხნისთვის და მოტივაცია საიმისოდ, რომ საკუთარი ძალები, სამომავლოდ, კვლავ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისკენ მიმართოს.