ამ რუკის არსებობა არ ვიცოდი. უამრავი კითხას გაეცა ჩემთვის პასუხი.
ახლა უკვე შემიძლია 17ივე 220 კილოვოლტიანი ქვესადგური ჩამოვთვალოთ:
თბილისში
1) ლისი 220 (მუხათწყაროს ასახვევთან)
2) დიდუბე 220 (გამოფენის უკან)
3) ნავთლუღი 220 (ზმკაზე)
4) გლდანი 220 (ციხეებთან)
აღმოსავლეთ საქართველო
5) რუსთავი 220 (ავტობაზრობას რომ გასცდები ტრასაზე)
6) გურჯაანი 220
7) გორი 220
8) ხაშური 220
დასავლეთ საქართველო
9) ფერო 220 (ზესტაფონში, ოღონდ ზესტაფონს არ ეძახიან რადგან ზესტაფონი 500 კილოვოლტიანს ქვია)
10) ქუთაისი 220
11) წყალტუბო 220
12) ბათუმი 220
13) მენჯი 220 (სენაკთან)
14) ვექტორი 220 (ზუგდიდთან)
15) ხორგა 220
არაკონტროლირებად ტერიტორიაზე
16) ბზიფი 220
17) სოხუმი 220
პასუხებთან ერთად კითხვებმაც იმატა: რუკიდან კარგად ჩანს, რომ ხაზი "ქართლი 1" საერთოდ არ მონაწილეობს თბილისის მომარაგებაში. მაშ რატომ გვეუბნებოდნენ თბილისის ჩაბნელების მიზეზად მაგის გათიშვას?
polaris