ვფიქრობდი რა დამეწერა ამ თემის პირველ პოსტში და ეს გადავწვიტე: თბილიისის მასშტაბით გზები, რომლებზეც მოქმედებს შეზღუდვები
ჯავახიშვილის ქუჩა (ელბაქიძის აღმართი). სტატუსი 28.01.2015 ის მდრომარეობით: გადაკეტილია ორმხრივად
მიზეზი: გრუნტის ჩამოშლა.
ალტერნატიული გზა: ლაღიძის და თაბუკაშვილის ქუჩები.
სხვიტორის ქუჩა და ხიდი მდინარე მტკვერზე ზაჰესის დასახლებაში სტატუსი 28.01.2015 ის მდრომარეობით: გადაკეტილია ორმხრივად.
მიზეზი: ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია
ალტერნატიული გზა: ზაჰესი, მაყაშვილის ქუჩა (პატარა ხიდი მტკვარზე)
მეტეხის გვირაბი სტატუსი 28.01.2015 ის მდრომარეობით: გადაკეტილია ცალ მიმართულებაზე ერთი (მარჯვენა) სამოძრაო ზოლი.
დაშვებული სიჩქარის ლიმიტი 40 კმ/სთ
მიზეზი: სარემონტო სამუშაოები
ხაჩატურ აბოვიანის ქუჩა (ასახვევი ლესელიძის ქუჩიდან) სტატუსი 28.01.2015 ის მდრომარეობით: გადაკეტილია ორმხრივად.
მიზეზი: ძველი სახლის ნგრევა
ალტერნატიული გზა: ლადო ასათიანის ქუჩა
ქუჩები სადაც მოქმედებს შეზღუდვები პიკის საათებში ზოგიერთ დღეებში ან ყოველთვის:
-აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან (მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთი დიღომში) გაგარინის ქუჩის მიმათულებით.
-მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გალაქტიონის ხიდის ასასვლელი პანდუსი
-გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (18:00-19:00 შუალედებში)
-ვერეს ხეობა იპოდრომის გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.
-რესპუბლიკის მოედნიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით
-პეკინის ქუჩა ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ყაზბეგის გადაკვეთის მიმართულებით
-მარცხენა სანაპიროდან გენერალ კვინტრაძის ქუჩის მიმართულებით
-გობრონიძის გამზირიდან მეტრო "ახმეტელის" მიმართულებით"
წინა თემების ბმულები:
პირველი ნაწილიმეორე ნაწილიმესამე ნაწილი This post has been edited by Kublicha on 28 Jan 2015, 22:49