პუშკინის ესტაკადის პროექტი წელს აღარ განხორციელდება
http://commersant.ge/?m=5&news_id=25845&cat_id=11ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა ჩხიკვიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს ერთადერთი დიდი პროექტია, რომლის შესრულება 2015 წელს ვერ მოხერხდება.
ფინანსების მობილიზება სულ სხვა კუთხით მოგვიხდა, რისი მიზეზიც ყველასთვის კარგად ცნობილი 13 ივნისის მოვლენებია.
ამიტომ პუშკინის ესტაკადის პროექტი, ამ ეტაპზე, გაჩერებულია
მისივე ინფორმაციით, პროექტი სავარაუდოდ მომავალი წლისთვის გადაიდება. თუმცა ჩხიკვიშვილს ამის დაზუსტებით თქმა, ჯერჯერობით, არ შეუძლია.
„ეს საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაიგეგმება მომავალი წლის ბიუჯეტი.
შეიძლება ეს პროექტი მომავალ წელს განხორციელდეს ან არ განხორციელდეს.
https://www.youtube.com/watch?v=ZZDkjC_N_Jg