ინგოროყვას ქუჩის (ყოფილი ფ.ძერჟინსკის, ლ.ტროცკის, იქამდე კი პეტრე დიდის და ლაბორატორიის) განაშენიანობა დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისში.
ინგოროყვას 8 ნომერში 1970-ან წლებში განთავსებული იყო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი,
მანამდე - მეცნირებათა აკადემიის ბიბლიოთეკა, უფრო ადრე კი - მეფისნაცვალის კანცელარია.
დღეს აქ ენათმეცნიერების ინსტიტუტია განთავსებული. ეს შენობა აშენდა 1914 წელს არქიტექტორ სარქისოვ-სატუნცის პროექტით.

* * *
ინგოროყვას 6 ნომერში მდებარე სახლი ვაჭარ იუზბაშევის დაკვეთით ააშენა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1880-ან წლებში.

* * *
ინგოროყვას 6ა (ან 4ა) ნომერში ყოფილი ტაიროვის სახლია (ე.წ. "ეშმაკის სახლი").
გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული,
რომელიც საკმაოდ მრისხანე გამომეტყველებით გადმოჰყურებს გზას.
ეს შენობა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა.

* * *
ინგოროყვას 3 ნომერში მდებარე შენობა 1833 წელს არის აშენებული, ახლანდელი სახე კი მან XX საუკუნის დასაწყისში მიიღო.

* * *
ვიდეო ინგოროყვას ქუჩის ისტორიიდან:
https://www.youtube.com/watch?v=HwD7R3Lw9Ikეს კი ინგოროყვას ქუჩა ამ საუკუნის დასაწყისში:
This post has been edited by gumba on 17 Apr 2019, 03:37