gumbaივანიჩ1902 წლის კავკასიის კალენდარში წერია, რომ ლაბორატორიის ქუჩის 6 ნომერში ცხოვრობს ელიზავეტა მიხაილოვნა ტაიროვა, კალეჟსკი ასესორის ცოლი და საქველმოქმედო საზოგადოება იასლის ხაზინადარი:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=720იგივე კალენდარი, როცა ტფილისის ვაჭრობის და მანუფაქტურის კომიტეტის წევრებს ჩამოთვლის, ახსენებს სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კანდიდატს ივან ალექსეევიჩ ტაიროვს, რომლის მისამართად მითითებულია ლაბორატორიის ქუჩა, საკუთარი სახლი:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=724 (სხვათა შორის, ამ კომიტეტის თავმჯდომარეა გრიგრი ადელხანოვი)
ივან ალექსეევიჩის ინიციალები ემთხვევა მაგ ფოტოზე გამოსახულ სახლზე რომ წარწერაა, იმას.
ტაიროვი ქართულად თაიროვი იქნება ალბათ.
ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1902 წელს მაინც ლაბორატორიის ექვსი ნომერი თაიროვების საკუთარი სახლი იყო.
ახლა ხალათოვებს შევხედოთ: იმავე კალენდარში წერია, რომ ლაბორატორიის 4 ნომერში ცხოვრობს მადამ ხალათოვა, ექიმის ცოლი და ზემოთნახსენები საზოგადოება იასლის წევრი:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=721. ეგ ექიმი კი არის სერგეი ბოგდანოვიჩ ხალათოვი, ვისაც საკუთარ სახლში აქვს პრაქტიკა:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=828. არ ვიცი, ეგ სერგეი ბოგდანოვიჩი ალიხანოვის ნახსენები ბოგდან ხალათოვის მამაა თუ შვილი, რადგან ბოგდანი თავად სერგეევიჩი ბრძანდებოდა.
1909 წლის ინფორმაცია რომ მოვქექოთ, ამისთვის 1910 წლის კალენდარი დაგვჭირდება. ლაბორატორიის ქუჩას პეტრე დიდის სახელი ჰქვია და მის 4 ნომერში სერგეი და ეკატერინა ხალათოვების გარდა ისააკ ბოგდანოვიჩ ხალათოვიცაა ნახსენები. ეგ ალბათ ფოტოზე გამოსახული საქო ხალათოვია:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824990#?page=735რაც უფრო საინტერესოა, პეტრე დიდის ექვს ნომერში, გარდა თაიროვასი, ნახსენებია სერგეი ბერენსიც:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824990#?page=7021908 წლის კალენდარი მეტ ინფორმაციას იძლევა: კერძოდ, ტფილისის საქველმოქმედო საზოგადოება მართლა არსებულა მაგ ტერიტორიაზე, მაგრამ არა 6 ნომერში, არამედ 4-ში, ხალათოვის სახლშიო, უწერიათ:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824993#?page=762ამას გარდა, ექვს ნომერში მარია მიხაილოვნა ბერენსიცაა ნახსენები:
https://dlib.rsl.ru/viewer/01003824993#?page=722. საინტერესოა, რომ ეს მარია ბერენსი იმავე საზოგადოება იასლის თავმჯდომარეა, სადაც ხალათოვა და თაიროვა ირიცხებიან. რაღაც ახლობლურ-მეზობლური კანტორა გამოდის.
ორლოვსკაიებზე კალენდრებში ინფორმაცია არაა. ეგ არცაა გასაკვირი. ახალგაზრდა გოგოები არიან, კალენდრებში მნიშვნელოვანი თანამდებობის ან პროფესიის ხალხი ხვდებოდა.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ, კავკასიის კალენდრის ინფორმაცია ალიხანოვის ვერსიას უჭერს მხარს. პეტრე დიდის ქუჩაზე, 4 და 6 ნომრებში მცხოვრებ მეზობლებს და ნათესავებს, ხალათოვებს და ბერენსებს გრიგრი ადელხანოვი მანქანით და ფოტოაპარატით დაადგა თავს, ქუჩაში გამოიყვანა და ფოტო გადაუღო.

ექვსი ნომერი სახლი თაიროვებს ეკუთვნით და ბერენსები, მათი ძველი ნაცნობები, მანდ ალბათ ქირით ცხოვრობენ. ან შეიძლება სულაც ნაწილი იყიდეს. (მანამდე სერგის 5 ნომერში ცხოვრობდნენ.)
ოღონდ იმაში ეჭვი მეპარება, რომ ფოტოზე გამოსახული ბერენსი მომავალი ადმირალი მიხაილ ბერენსია. ეგ კაცი 1909 წელს უკვე ბალტიის ფლოტში მსახურობდა. მეტი შანსია, მისი ძმა, სერგეი ანდრეევიჩ ბერენსი იყოს, ვინც, კალენდრების მიხედვით, მაგ დროს ტფილისში ცხოვრობდა.
* * *
დამატება: ეგ მარია ბერენსი, მიხაილ და სერგეი ბერენსების დედა, ყოფილა გვარად ალიხანოვა (ეტყობა, მანდედან ენათესავებოდა ივან ალიხანოვს და გრიგრის) და ტფილისის პროკურორის ქვრივი:
https://ru.rodovid.org/wk/%D0%97%D0%B0%D0%B...81%D1%8C:816630 * * *
ივან ალიხანოვის წიგნიდან ირკვევა, რომ მაგ ფოტოსთან დაკავშირებული ნათესაობის ამბები უფრო ჩახლართულია: გრიგრი ადელხანოვის დედა, ბერენსების დედა, ორლოვსკაიების დედა და ელიზავეტა თაიროვა დები ყოფილან, გვარად ალიხანოვები. ესე იგი, ფოტოზე დეიდაშვილები არიან გამოსახული კიდევ ერთი დეიდის სახლის წინ.
და ეს ქალები ყოფილან ივან ალიხანოვის მამიდები.
https://profilib.site/chtenie/157482/ivan-a...anekdoty-10.php This post has been edited by Count Szegedi on 4 May 2019, 21:09