МИР-ი პოსტსაბჭოთა სივრცეზეა ორიენტირებული და იმიტომ
* * *
რაღაცვერგავიგესადგური 'თავისუფლების მოედანი' უნივერმაღ 'თბილისის' არქიტექტურის შემადგენელი ნაწილია.
სადგური გაიხსნა 1967 წელს, უნივერმაღი კი, წიგნ 'საბჭოთა საქართველოს არქიტექტურის' მიხედვით,
1974-1977 წლებში აშენდა. ('ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის' მიხედვით - 1975

)
ვიფიქრე, თავიდან სადგურ ლენმოედანს სხვა პავილიონი ჰონდა და 74-ში მოანგრიეს ახლის ასაშენებლად-თქო.
მაგრამ მერე კიდევ ერთხელ ვნახე
1971 წლის დოკ-ფილმი 'მაგისტრალები მიწისქვეშ' სადაც ჩანს უნივერმაღის
კარკასი, ხოლო მეტროს პავილიონი დასრულებულია და ფუნქციონირებს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვეღარ გავიგე, ვითომ 1967 წლისთვის უნივერმაღის პროექტი უკვე არსებობდა?? და ჯერ ვესტიბული ააშენეს, ხოლო რამდენიმე წლის მერე
უნივერმაღის მთავარი კორპუსის მშენებლობა დაიწყეს?? თუ თავიდან სადგურ ლენმოედანს სხვა პავილიონი ჰქონდა და როცა უნივერმაღის
მშენებლობა დაიწყო, პირველ რიგში მეტროს პავილიონი დაასრულეს და დანარჩენს მერე შეუდგნენ

რაღაცვერგავიგე-2სადგური 'ვაგზლის მოედანი' გაიხსნა 1966 წელს და მოგეხსენებათ, ის განლაგებულია დიდ შენობაში,
რომელიც 1969 წლით თარიღდება. და აქაც მსგავსი კითხვები მაქვს. რა ხდება, რაა