Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
« პირველი
...
45
46
[47]
48
49
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თბილისის მეტროპოლიტენი
, ნაწილი X
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#45515705
· 27 Aug 2015, 11:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხარძი
QUOTE
ჩვენთან ვაგონები რატომ "ყანყალებენ" რელსებს არავინ ასწორებს?
იქ უკეთესადაა დაგებული ლიანდაგი თავიდანვე. შეიძლება ჩვენთანაც გასწორება, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება.
--------------------
Real SAABs don't leak. They just mark their territory.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Rapanui
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Rapanui
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13
#45516412
· 27 Aug 2015, 13:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოტოდეპო. 25.04.2015.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#45516495
· 27 Aug 2015, 13:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მოტოდეპო. 25.04.2015.
კაი რაკურსია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#45530624
· 29 Aug 2015, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
50-ე შახტაზე კოპერს შლიან, როგორც ამბობენ, მშენებლობისას არ გამოიყენებენ.
რაც შეეხება 51-ე შახტას, შეტანილია 2 ბობქეთი და 2 მუხლუხა მინი-ექსკავატორი. ტექნიკა შეიტანეს სატვირთო პლატფორმებით ვაჟა-ფშაველამდე, საიდანაც ისინი საკუთარი სვლით მივიდნენ უნივერამდე და ახლა ბაქნის დანგრევაზე მუშაობენ.
ბაზნის დაბზარვის მიზეზი ზუსტად გამომიცნია რამდენიმე წლის წინ: არასრული ჰიდროიზოლაციის გამო გრუნტის წყლებმა გამოაღწია ბაქნის ქვეშიდან და მათ ადგილზე გაჩნდა სიცარიელე, რომელშიც ბაქანმა დაიწყო ჩაწოლა. საბედნიეროდ, თავად სადგურის საყრდენ კედლებს და შესაბამისად, თაღს ეს პრობლემა არ შეხებია.
სხვა სიახლეები: ,,თბილგვირაბმშენის" შტატი დღეს შედგება 26 ადამიანისგან, რომლებიც დასაქმებულნი ძირითადად არიან წყლის ამოტუმბვაზე, ხელფასი 5 თვეა არ მიუღიათ, თბილგვირაბმშენს მუშა მდგომარეობაში მყოფი ტექნიკა ფაქტიურად აღარ დარჩა და ჯართის ლიკვიდაციით არიან დაკავებულნი.
გარდა ამისა, რატომღაც ამტკიცებენ, რომ უნივერის ჩიხები მთლად ჩიხები კი არა, პერსპექტიული გაგრძელებისთვისაა განკუთვნილი ჭავჭავაძეზე (!) რა თქმა უნდა ჩემი რწმენა ამას არ შეურყევია, თუმცა იძულებული გავხდი მექადაგა ჭეშმარიტ მესამე ხაზზე.
და ბოლოს, საერთოდ შორს წავედით: მარჯანიშვილი - ვაგზლის გვირაბები იმიტომაა ასეთი მარჯანიშვილივაგზლისგვირაბები, რომ ის განიხილებოდა რკინიგზის სარეზერვო მაგისტრალად და მათში სარკინიგზო შემადგენლობები მოხვდებოდნენ დიდუბიდან. ძალიან კრიტიკულად ვუყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ ვიფიქრე, უპრიანი იქნებოდა აქაც გამეზიარებინა.
აი რისიც უფრო მჯერა, არის ის, რასაც ადრე ვვარაუდობდი: #21 შახტა და #1 შახტა ერთი და იგივეა, ანუ წერეთლის მშენებლობისას გამოიყენეს უკვე არსებული შახტის ჭაური, მაგრამ...
მიახლოებითი ციტირება მეხსიერებით:
,,როდესაც დავიწყეთ 21 შახტაზე მუშაობა, დავალება იყო, რომ არსებული შახტა უნდა ჩაგვეღრმავებინა. არსებული შახტა არ იყო ღრმა და მისგან გადიოდა მატარებლის ორი გვირაბი, დიდები, როგორც მარჯანიშვილზეა. შახტა რომ ჩავაღრმავეთ, ეს გვირაბები დაახლოებით მის შუაში დარჩა. ერთ გვირაბში გავიარე 50 მეტრამდე, მეტი აღარ შევსულვარ, მის იქით კიდევ გრძელდებოდა. ახლა ალბათ უკვე ჩაბეტონებული იქნება. ჩვენ რასაც ვაშენებდით, ისეთი ზომის გვირაბები აღარ იყო, არამედ უკვე ასეთი კუსტარული აქ რაცაა (იგულისხმა პატარა, თანამედროვე სტანდარტის - ჩემი შენიშვნა). აი სტალინის დროს კი აპირებდნენ დიდი გვირაბები გაეყვანათ, მატარებლებისთვის (იგულისხმა სარკინიგზო გაბარიტი - ჩემი შენიშვნა)."
თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ პირველ პოსტში უკვე შესწორება უნდა შევიტანოთ: წერეთლიდან დეპოს გვირაბი და CCB, ასევე პატარა აპენდიქსი ვაგზალთან არის არა 1950-იანი წლების ნარჩენი, არამედ უფრო გვიანი, იმ პერიოდის, როდესაც საბურთალოს ხაზი პირდაპირ ვაგზალი-1-დან გამოეყოფოდა სამარშრუტო მოძრაობის სახით. რაც შეეხება სტალინურ პროექტს, მისი კვალი დარჩენილი უნდა იყოს სულ სხვა დონეზე, სადღაც სავენტილაციო ჭაურის შუაში. თუ ეს შახტი ტიუბინგებით არაა აწყობილი, მაშინ ჩაბეტონების კვალიც უნდა დარჩენილიყო.
რა გაუძლებს ახლა უსათნოესს...
This post has been edited by
polaris
on 29 Aug 2015, 02:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Berkem Al Atomi
Дважды еврей Советского Союза
ჯგუფი: Registered
Berkem Al Atomi
Дважды еврей Советского Союза
ჯგუფი: Registered
წერილები: 1630
წევრი No.: 180128
რეგისტრ.: 19-January 14
#45530797
· 29 Aug 2015, 03:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
--------------------
Милости прошу к нашему шалашу!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Accident
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Accident
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12
#45530873
· 29 Aug 2015, 05:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
ანუ, თავიდან წერეთელი ბოლო სადგურად განიხილებოდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Rapanui
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Rapanui
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13
#45530915
· 29 Aug 2015, 06:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
QUOTE
ვაგზლის გვირაბები იმიტომაა ასეთი მარჯანიშვილივაგზლისგვირაბები,
რომ ის განიხილებოდა რკინიგზის სარეზერვო მაგისტრალად და
მათში სარკინიგზო შემადგენლობები მოხვდებოდნენ დიდუბიდან.
და ამოვიდოდნენ სამგორში ალბათ
და აზრი ამ ყველაფრის???
თუ ომიანობის ამბავში უნდოდათ, გვირაბს გარეთ, ორივე მხარეს ლიანდაგები რომ დაიბომბებოდა იჯექი გვირაბში მატარებლით და იყავი. და აზრი???
პ.ს. ამ ვაგზალ-წერეთელს შორის გვირაბების აბლაბუდა იყო ისედაც ჩემთვის და ახლა ხომ საერთოდ გავიბლანდე
შეგიძლია დახატო გვირაბების ზედხედი და გვერდხედი (სივრცეში აღქმისთვის)?
და Accident-ივით მეც ტრიდეში გავაკეთებ. რა უნდა მილების (გნებავს გვირაბების) გაკეთებას
This post has been edited by
Rapanui
on 29 Aug 2015, 06:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#45531922
· 29 Aug 2015, 12:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Accident
QUOTE
ანუ, თავიდან წერეთელი ბოლო სადგურად განიხილებოდა?
მაგაზე ვერაფერს ვიტყვი, უფრო მეტიც, ისიც კი არ ვიცი, წერეთელზე სადგური იქნე იქნებოდა სადაც ახლა, თუ არა. თუ პირველ შახტაში მხოლოდ გვირაბები იყო, შეიძლება ეს გადასარბენის შახტაც ყოფილიყო და 21-ედ გადაქცევის შემდეგ გამხდარიყო სასადგურე. დანამდვილებით ვიცი წერეთელზე მხოლოდ ის, რომ საბურთალოს ხაზის პირველი პროექტის შემდეგ წერეთელი-ვაგზალი 1-ს შორის პირდაპირ უნდა ყოფილიყო გვირაბები, რაც ადრეც ვიცოდით.
Rapanui
QUOTE
და ამოვიდოდნენ სამგორში ალბათ და აზრი ამ ყველაფრის???
თუ ომიანობის ამბავში უნდოდათ, გვირაბს გარეთ, ორივე მხარეს ლიანდაგები რომ დაიბომბებოდა იჯექი გვირაბში მატარებლით და იყავი. და აზრი???
ზუსტად იმ არგუმენტებს ამბობ, რის გამოც არ მჯერა მაგ ისტორიის. რკინიგზის მიწისქვეშ დუბლირების იდეა კი არსებობდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომამდე. შეგიძლია დაძებნო კიევში ,,სტალინის მეტრო", ეს იყო გვირაბების პროექტი, რომლითაც რკინიგზა კვეთდა დნეპრს ხიდებისთვის თვაის არიდებით, იმ შემთხვევაში თუ ხიდები დაიბომბებოდა მოწინააღმდების მიერ. მშენებლობა დაიწყეს და ნაწილის ნახვა დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ომის დაწყებისთანავე შეწყვიტეს, ომის შემდეგ კი აღარ გააგრძელეს, რადგან უკვე აღარ წარმოადგენდა ადეკვატურ თავდაცვის გარანტიას არსებული შეიარაღების პირობებში. კიდევ უფრო ალოგიკური იქნებოდა ამის შემდეგ 1950-იანებში თბილისში დაეწყოთ მსგავსი რამის მშენებლობა. თან იდეა უკვე მოძველებული იყო იმ დროისთვის, თან რომელი სტრატეგიული ქალაქი თბილისი იყო, როდესაც მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში იგივე რამ არ გაუკეთებიათ. ამიტომ მეც არ მჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ მაინც საინტერესოდ ჩავთვალე ამ ისტორიის აქ დაწერა. ჩემი აზრით ეს ,,თბილგვირაბმშენის" შიდა ურბანული ლეგენდაა.
QUOTE
შეგიძლია დახატო გვირაბების ზედხედი და გვერდხედი (სივრცეში აღქმისთვის)?
და Accident-ივით მეც ტრიდეში გავაკეთებ. რა უნდა მილების (გნებავს გვირაბების) გაკეთებას
აი დაახლოებით ასე აღვიქვი მონათხრობიდან:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Accident
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Accident
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12
#45532913
· 29 Aug 2015, 14:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
QUOTE
დანამდვილებით ვიცი წერეთელზე მხოლოდ ის, რომ საბურთალოს ხაზის პირველი პროექტის შემდეგ წერეთელი-ვაგზალი 1-ს შორის პირდაპირ უნდა ყოფილიყო გვირაბები, რაც ადრეც ვიცოდით.
ანუ, პირველი გვირაბების სიღრმე საკმარისი იყო რომ მტკვარი გადაეკვეთა? საბურთალოს პირველი პროექტი იქნებ შემდეგ იყო....
QUOTE
ზუსტად იმ არგუმენტებს ამბობ, რის გამოც არ მჯერა მაგ ისტორიის
და აბა, აზრი მაგ დიდი გვირაბის? უბრალოდ ფული ჰქონდათ და მერე "ხრუშჩოვკების" პონტი მოუწიათ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
darlan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
darlan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7101
წევრი No.: 181423
რეგისტრ.: 9-February 14
#45534818
· 29 Aug 2015, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
ამ ახალი სადგგურის მშენებლობაზე ჩასვლა თავისუფლად შეიძლება თუ რამე საშვი უნდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Rapanui
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Rapanui
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13
#45536347
· 29 Aug 2015, 22:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
QUOTE
აი დაახლოებით ასე აღვიქვი მონათხრობიდან:
ეგ გასაგებია, მე მთლიანობაში როგორაა-თქო ვიკითხე.
მაგალითად, სპოილერში ჩადებულ სქემასთან მიმართებაში როგორია 'დიდი გვირაბების' განლაგება (რა
მიმართულებითაა მიხვეულ-მოხვეული, სად მთავრდებიან და მისთანანი). თუ არც შენ არ იცი?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პ.ს. წითლად რაცაა მონიშნული, ჩემი გაკეთებულია და შახტიდან გამომავალი წოლხვრელის მიმართულება პირობითია - ჭეშმარითება არ გეგონოთ :-P
This post has been edited by
Rapanui
on 29 Aug 2015, 22:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZSU-23-4
Telecommunications Engineer
ჯგუფი: Members
ZSU-23-4
Telecommunications Engineer
ჯგუფი: Members
წერილები: 7823
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09
#45536500
· 29 Aug 2015, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
darlan
QUOTE
polaris
ამ ახალი სადგგურის მშენებლობაზე ჩასვლა თავისუფლად შეიძლება თუ რამე საშვი უნდა?
სუს-იდან უნდა ნებართვა
--------------------
Telecommunications Engineer / ICT
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#45536623
· 29 Aug 2015, 22:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Accident
QUOTE
ანუ, პირველი გვირაბების სიღრმე საკმარისი იყო რომ მტკვარი გადაეკვეთა? საბურთალოს პირველი პროექტი იქნებ შემდეგ იყო....
მეც მგონია, რომ 1950-იანების პროექტი იყო არა საბურთალოსკენ, არამედ დიდუბისკენ წასვლა. სამწუხაროდ, თავდაპირველი პროექტი არ მაქვს, თუ დავუშვებთ, რომ რაც მითხრეს დიდუბეში ამოსვლასთან დაკავშირებით, სიმართლეა, მაშინ მტკვრის გადაკვეთის საკითხი არ იდგა და წერეთლისკან გვირაბები უკვე ზედაპირისკენ ამოდიოდა.
QUOTE
და აბა, აზრი მაგ დიდი გვირაბის? უბრალოდ ფული ჰქონდათ და მერე "ხრუშჩოვკების" პონტი მოუწიათ?
ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ სპეციალურად არიდებდნენ თავს მეტროს გაბარიტს, რათა პროექტი სპეცობიექტის მშენებლობად გაესაღებინათ. ამაზე უფრო რაციონალური ახსნა არ მაქვს, მითუმეტეს მარჯანიშვილი - ვაგზალი საკმაოდ რთული იყო ჰიდროლოგიურად და რაც უფრო დიდ გვირაბს აშენებ, მით უფრო მეტი ჰიდროიზოლაციის გაკეთება გჭირდება.
სხვათა შორის, უნივერის ჭავჭავაძესთან შეერთება შესაძლოა აქედან ჩარჩათ გონებაში:
darlan
QUOTE
ამ ახალი სადგგურის მშენებლობაზე ჩასვლა თავისუფლად შეიძლება თუ რამე საშვი უნდა?
ნებართვა დაგჭირდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Fabian
წოლხვრელის აჩრდილი
ჯგუფი: Moderators
Fabian
წოლხვრელის აჩრდილი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20925
წევრი No.: 115438
რეგისტრ.: 11-May 10
#45536720
· 29 Aug 2015, 23:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თავდაპირველი პროექტით ელდეპოს მერე შემდეგი სადგური წერეთელი იქნებოდა, შეიძლება ესაა ზუსტად იმის ახსნა თუ რატომ არ იყო ძალიან ღრმად ის გვირაბები...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#45537003
· 29 Aug 2015, 23:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Fabian
QUOTE
თავდაპირველი პროექტით ელდეპოს მერე შემდეგი სადგური წერეთელი იქნებოდა, შეიძლება ესაა ზუსტად იმის ახსნა თუ რატომ არ იყო ძალიან ღრმად ის გვირაბები...
ანუ ვაგზალი - წერეთელი - ელდეპო? არც ეგაა გამორიცხული, თუმცა მხოლოდ ვარაუდია.
* * *
Rapanui
QUOTE
ეგ გასაგებია, მე მთლიანობაში როგორაა-თქო ვიკითხე.
მაგალითად, სპოილერში ჩადებულ სქემასთან მიმართებაში როგორია 'დიდი გვირაბების' განლაგება (რა
მიმართულებითაა მიხვეულ-მოხვეული, სად მთავრდებიან და მისთანანი). თუ არც შენ არ იცი?
აა, მივხვდი. კი დავხატავ.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
თბილისი
|
იქით
»
Pages:
(101)
« პირველი
...
45
46
[47]
48
49
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0403 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.