perchatkiბორტგამყოლისთვის არაა აუცილებელი საავიაციო.
მუხლი 25. ბორტგამყოლის მოწმობა
1. ბორტგამყოლის მოწმობის გაცემისას კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის
შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
ბ.ა) საქართველოს საჰაერო კოდექსი, საავიაციო კანონმდებლობა, ავიაკომპანიის სახელმძღვანელო
საბუთები;
ბ.ბ) სხ-ის აგებულება და ექსპლუატაცია;
ბ.გ) საჰაერო გადაზიდვები;
ბ.დ) საავიაციო უშიშროება; შიდასაობიექტო რეჟიმი;
ბ.ე) სხ-ის გაფრენისწინა და ფრენისშემდგომი დათვალიერება;
ბ.ვ) საბორტო საავარიო-სამაშველო საშუალებები და ავარიულ ვითარებაში მათი გამოყენების წესები;
საავარიო-სამაშველო სამუშაოები;
ბ.ზ) სხ-ზე ტვირთის, ბარგისა და ფოსტის განთავსების წესები და მათ მიმართ წაყენებული
მოთხოვნები; გაწონასწორება;
ბ.თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;
ბ.ი) მგზავრების მომსახურების ტექნოლოგია;
ბ.კ) სხ-ის საყოფაცხოვრებო და სამზარეულო მოწყობილობა; ბორტკვების მოგვარება;
ბ.ლ) მგზავრების სამედიცინო მომსახურება; დაზარალებულთათვის პირველი დახმარების აღმოჩენა;
საბორტო აფთიაქი;
ბ.მ) მგზავრების უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფა; სხ-ზე ქცევის წესები;
ბ.ნ) სხ-ის სანიტარიული მდგომარეობა;
ბ.ო) სხ-ის განსაკუთრებული აღჭურვილობა;
ბ.პ) მომსახურე ეკიპაჟის წევრების მოვალეობები და ურთიერთქმედება;
ბ.ჟ) ეკიპაჟის წევრის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვისას ქმედებათა წესი;
ბ.რ) საბუთების გაფორმება;
ბ.ს) საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი საურთიერთო ენები.
გ) გამოცდილება:
გ.ა) ბორტგამყოლის მოწმობა გაიცემა, თუ კანდიდატს გავლილი აქვს სააგენტოს მიერ დამტკიცებული
(შეთანხმებული) პირველადი მომზადებისა თეორიული კურსი და შეგირდის რანგში ნაფრენი აქვს 20
საათი და 15 მარშრუტის სექტორი;
��
გ.ბ) ნაფრენის უქონლობისას, კანდიდატი სააგენტოში იღებს მოწმობას და ოსტატობის აღნიშვნას:
„ბორტგამყოლი-შეგირდი“.
დ) უნარი – კანდიდატს შეუძლია მგზავრების უსაფრთხოების საუზრუნველყოფო ღონისძიებების
დროული და სწორი გატარება; ფრენისას მომსახურების ნებისმიერი სახეობის გამოყენება, ელექტრო და
საერთო დანიშნულების მოწყობილობებით სარგებლობა; ბორტგამყოლისათვის განსაზღვრული
საბუთების გაფორმება;
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო
სერტიფიკატს.
2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „ბორტგამყოლის
მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა ბორტგამყოლის დანიშნულება შეასრულოს სხ-ის ნებისმიერ
ტიპზე. სხ-ის ის ტიპები, რომლებზეც ბორტგამყოლი მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს, მოწმობაში
უნდა ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახით.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №219 - ვებგვერდი,
25.10.2013წ
ვრცლად აქაა
http://www.gcaa.ge/files/files/law_2/PEL%20new.pdf This post has been edited by aviatori1 on 10 Feb 2019, 22:48