ბათუმში ვიყავი, რა ხდება ავტობანზე:
1. რუისი-ურბნისის მონაკვეთზე ნაწილი ბეტონი დასხმულია. უფრო კონკრეტულად ურბნისიდან რუისის მიმართულებით რო აკლდა იქ მთლიანად დასხმულია. გაგრძელებაზე მეორე მონაკვეთი რო იყო ურბნისი-საღოლაშენისკენ ჯერ დასხმული არ არის. მაგრამ აქტიურად მუშაობდნენ. სავარაუდოდ ამ მონაკვეთს აგვისტო-სექტემბრამდე დაასრულებენ...
2. აგარის შემოვლითზე როგორც ჩანს ერთი მიმართულება დასხმულია. ბეტონის დამსხმელი მანქანა აყენია ურბნისი-საღოლაშენის მიმართულებაზე და სავარაუდოდ იქიდან გაყვება და აგარის შემოვლითის დასასრულამდე მეორე მიმართულებასაც დაასხავს. მუშაობით როგორც ჩანს აქტიურად მუშაობენ, სატვირთოებიც მუშაობდა.
3. აგარა - ზემო ოსიაურის მიმართულებაზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს აგარის შემოვლითის დასასრულიდან გომის შემოვლითამდე. ანუ არსებულ ტრასას რომელ მონაკვეთსაც მიუყვება იმ მიმართულებაზე მიწის სამუშაო ყველგან დაწყებულია. გომთან ავტობანი სამხრეთისკენ უხვევს იქით რა ხდება არ ვიცი, გომის ბოლოში კი მიწის სამუშაოები ჯერ არის დაწყებული. სავარაუდოდ რომ ამბობდნენ 6 კილომეტრს გავხსნითო წელს, საუბარია აგარადან გომამდე 6 კილომეტრის ცალი მიმართულებით გახსნაზე.
4. ზესტაფონის ბოლოდან ქუთაისის შემოვლითის დასაწყისამდე. სამუშაოები აქტიურად მიდის. ბეტონი საკმაოდ დიდ მონაკვეთებზეა დასხმული. ეხლა მიდის ხიდების და სხვა ნაგებობების სამუშაოების დასრულება. დასრულებას იმიტომ ვწერ რომ ხიმინჯები და ძირითადი ნაგებობები როგორც ჩანს ყველგან აშენებულია. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა. ეხ მონაკვეთი ერთი მიმართულება მომდევნო შეიძლება წელსაც გახსნან... ნიუ ჯერსებს აკეთებდნენ


5. სამტრედიის შემოვლითზე რა ხდება სამწუხაროდ არ ვიცი, თუმცა შესასვლელიდან რომ გახედავს ბეტონი დასხმული ჩანს და მიწაყრილი გაკეთებულია.
6. გრიგოლეთი - სამტრედიის მიმართულებითაც არაფერი არ ჩანს, შეიძლება იმიტომ რომ არ მიუყვება არსებულ ტრასას... ერთგან მგონი ტექნიკის ბაზა შევნიშნე მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით, შეიძლება სხვა ობიექტია...
7. ქობულეთის შემოვლითის გაგრძელებაზე სავარაუდოდ მუშაობდნენ იმიტომ რომ შესასვლელთან სატვირთოები მოძრაობდნენ. ზუსტად სად უერთდება ბათუმისკენ არსებულ ტრასას ვერ მივხვდი.
8. მახინჯაურის გვირაბებთან მუშაობდნენ გააცალმხრივეს რაღაც პატარა მონაკვეთიე, ესე 700 - 800 მეტრი. 10 ივნისამდე გადაკეტილი აქვთ ერთი გვირაბი. ამთავრებენ უკვე და გახსნიან...
სხვა ინფრასტრუქუტურული პროექტებიდან აღსანიშნავია ბატონ ურეკის დარბაზი, დღისითაც გავიარე და ღამითაც. თითქმის დამთავრებულია. ჩემი აზრით უმაგრესი ნაგებობაა... ფანტასტიურია :-))) ღამის განათება აქვს შეიძლება გამოიმასქნევდე :-))) ბატონ ბიძინიეს აუშენებია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში, შორიდან ჩანს ამწე და შენობის კარკასი... საკმაოდ დიდი ობიექტი ჩანს, ტრასიდან ასფალტის გზა გადაუყვანიათ ამ სასტუმრომდე. ბათუმში რა ხდება არ დავწერ ეგ სხვა თემებში ისედაც აღწერილია მეტ-ნაკლებად :-))
ხო და იდეაში მთლად ჩვენ ტრასას არ ეხება მაგრამ დიღომში ტრასასზე მუხათქგვერდის გადასახვევში რომ კომუნისტების დროს აშენებული და მიტოვებულ-დაკონსერვებული ესტაკადა იყო იმის აღდგენა დაიწყეს...