გადაწყვიტა:
1. ი.პ. „Rosenbauer International AG“-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სატენდერო კომისიამ გადასინჯოს 2019 წლის 21 თებერვლის სხდომის №2 ოქმით მიღებული
გადაწყვეტილება და ი.პ. „Magirus Gmbh“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება
განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
3. დაევალოს საბჭოს აპარატს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ვებგვერდზე
https://tenders.procurement.gov.ge/dispute, გადაწყვეტილების ხელმოწერისთანავე.
4. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, გადაწყვეტილების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის
ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6
(საფოსტო ინდექსი – 0131).