თბილისში, გუდაუთის ქუჩაზე მდებარე საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანია დაშავებული, რომლებსაც პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე უტარდებათ.
როგორც საწყობის თანამშრომლები აცხადებენ, მაშველები ახლა ერთ ადამიანს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ საწყობში უნდა ყოფილიყო.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლება პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
რაც შეეხება ხანძარს, სახანძრო ბრიგადები მის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ხანძარი საკმაოდ ძლიერია და მის ჩაქრობას მაშველები როგორც შენობის გარეთ, ასევე შენობაში ცდილობენ.
http://pia.ge/show_news.php?id=46798&lang=geoარსებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებულ საწყობში ორ ადამიანს ეძებენ
4 წუთის წინ
სამართალი
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც "პირWელს" ზავრადაშვილმა განუცხადა, ამჟამად ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.
"რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ახლა ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს და მოსახლეობას არ წვდება. მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ საწყობებია განთავსებული. ამ ეტაპისთვის ყველა ზომა მიღებულია. მე პირადად გავაკონტროლებ ყველაფერს", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწყობში ორი ადამიანი იმყოფება, რომელთა გამოყვანაც ვერ ხერხდება. საპატრულო პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, ჟურნალისტები და მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიიდან გამოიყვანა, რადგან საღებავების ყუთების გასკდომის საფრთხე არსებობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
http://pia.ge/show_news.php?id=46801&lang=geo
This post has been edited by vatman on 4 Aug 2015, 18:03
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги