ნიკაყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრებლების განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
18:48 28-11-2015
ყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრებლების განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრებლების განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულია ორი ადამიანი, ერთი გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმმა განუცხადა, დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარება შედარებით მძიმეა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მსუბუქია.
ყიფშიძის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამსახურის ბრიგადები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gamoitsvia.htmlყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
18:09 28-11-2015
ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, ხანძრის შენობის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება მოხსნილია.
"დამწვარია კორპუსის პირველი სართული, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა და მისი სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დაშავებულია ერთი პირი", - განმარტეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
რაც შეეხება იმას, გახდა თუ არა საჭირო კორპუსიდან ადგილობრივების ევაკუაცია, როგორც უწყებაში აღნიშნეს, "მსგავს სიტუაციებში ხანძრის ლოკალიზების პარალელურად ყოველთვის ხდება შენობიდან ხალხის გამოყვანა".
ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...alizebulia.html