თბილისი (GBC) – თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობას აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი კომპანია განახორციელებს.
წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც 9 კომპანია (ჩინური, აზერბაიჯანული, თურქული) მონაწილეობდა დასრულდა.
გამარჯვებულია აზერბაიჯანულ-თურქული ერთიბლივი საწარმო გახდა Mehmet GuneshInshaatYat and Korpu-Bina- Tikinti, რომელიც გზის მშენებლობას 116,3 მლნ ლარად განახორციელებს.
დაფინანსებას აზიის განვითარების ბანკი (ADB) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) მესამე ტრანშის ფარგლებში გამოყოფს.
პროექტი ითვალისწინებს მაგისტრალის ერთ-ერთი ყველაზე რთული, ფონიჭალას მონაკვეთის მშენებლობას. მოხდება 6.8 კილომეტრიანი 4-6 ზოლიანი ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია, 2 სატრანსპორტო კვანძის, 2 სახიდე გადასასვლელის, საგზაო გვირაბების და მზიდი კედლის მოწყობას.
კონტრაქტის განხორციელების დაგეგმილი პერიოდი 730 დღეა.
ავტომაგისტრალის სიგრძე ჯამში 17,4 კილომეტრია. პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა უკვე დასრულებულია, რისთვისაც 88,7 მლნ ლარი დაიხარჯა.
http://gbc.ge/index.php?newsid=90607